Belive

თორნიკე შენგელიას მორიგი ბრწყინვალე მიღწევა

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის (ACB) მე-18 ტურში, გათამაშების ლიდერი "რეალი" "ბასკონიას" დაუპირისპირდა. დრამატული მატჩი "რეალის" მარცხით, ანგარიშით 94:95 დასრულდა. "ბასკონიას" რიგებში გამორჩეული მატჩი ჩაატარა თორნიკე შენგელიამ, რომელმაც 16 ქულა, 4 მოხსნა და 1 ასისტი გაიფორმა. აღსანიშნავია, რომ "რეალთან" გამართულ შეხვედრაში, თორნიკე შენგელიამ ოთხივე მეოთხედი შეუცვლელად დაჰყო პარკეტზე და 6-წლიანი პაუზის შემდეგ, მარსელინიო უერტასის მიღწევა გაიმეორა. 2014 წელს, ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის (ACB) შეხვედრაში, მარსელინიო უერტასმა პარკეტზე ოთხივე მეოთხედი შეუცვლელად ჩაატარა - იგივე მიღწევის გამეორება 6 წლის შემდეგ თორნიკე შენგელიამ შეძლო, რომელიც "რეალის" წინააღმდეგ 40 წუთი იბრძოდა და "ბასკონიას" მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.

სხვა სტატიები