Belive

ტრაგედიიდან, რომელსაც ბრაიანტი ემსხვერპლა 3 წელი გავიდა

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ზუსტად ამ დღეს - 3 წლის წინ, მსოფლიო მასშტაბის საშინელება დატრიალდა, რომელმაც დიდი თუ პატარა, სპორტსმენი თუ რიგითი გულშემატკივარი, ყველა თანაბრად შეძრა. ლეგენდარული კობი ბრაიანტი, თავის 13 წლის ქალიშვილთან, ჯიჯი ბრაიანტთან ერთად ავიაკატასტროფაში დაიღუპა.

კობი საკუთარ ვერტმფრენში იმყოფებოდა, რომელიც ჩამოვარდა და ცეცხლი გაუჩნდა. ტრაგედია დილის 10 საათზე, კალიფორნიაში მოხდა. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, შემთხვევამ სულ 9 ადამიანი იმსხვერპლა. საზარელ შემთხვევას გამოეხმაურნენ როგორც NBA-ის, ასევე – ფეხბურთის ვარსკვლავები.

ტრაგედიის შესახებ წარმოებული გამოძიებით დადგინდა, რომ მფრინავმა, არა ზობაიანმა ავიადისპეტჩერებს შეატყობინა, რომ ნისლიდან გამოყვანის მიზნით, ვერტმფრენი 4,000 ფუტზე (1220 მეტრი) აჰყავდა – თუმცა რეალურად, პირიქით, ამ დროს ვერტმფრენი მარცხნივ იყო გადახრილი და სიმაღლეს სწრაფად კარგავდა.

ასეთ მოვლენას, სამედიცინო ენაზე სომატოგრავიტაციული ილუზია ეწოდება – სწრაფი აჩქარებისას, მიჩვეულები ვართ, რომ უკან ვიხრებით და ჩვეულმა ქმედებამ, შესაძლოა, შეცდომაში შეგვიყვანოს. მხედველობის არეს სრულიად შეზღუდვის შედეგად, სწრაფმა აჩქარებამ და უკან გადახრამ მფრინავს შეცდომით აფიქრებინა, რომ ვერტმფრენი მაღლა აჰყავდა.

სხვა სტატიები