Belive

წარმატებული დებიუტი - გოგა ბითაძე ინდიანას რიგებში საუკეთესოა (ვიდეო)

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

გოგა ბითაძემ დღეს "ინდიანა პეისერსის" შემადგენლობაში პირველი თამაში ჩაატარა. ახალგაზრდა ქართველი ცენტრმა, რომელმაც კოჭის ტრავმის გამო რამდენიმე შეხვედრა გამოტოვა, "მინესოტასთან" წაგებულ (111:119) მატჩში 6-დან 4 ორქულიანი და 3-დან 2 სამქულიანი გამოიყენა და "ინდიანას" რიგებში საუკეთესო მექულე იყო. "ინდიანას" მთავარმა მწვრთნელმა, ნეიტ მაკმილანმა გოგას სათამაშოდ 24 წუთი მისცა. ამ დროში ბითაძემ 14 ქულასთან ერთად, 4 მოხსნასა და 2 ასისტს მოუყარა თავი.  

სხვა სტატიები