Belive

ცინცაძე Vs. გასოლი - გიორგი დეკადის ასისტის ტიტულისთვის იბრძვის

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
FIBA-ს ოფიციალური გვერდი ათწლეულის საუკეთესო ასისტის გამოსავლენად გამოკითხვას ატარებს. მე-2 რაუნდში გავიდა საქართველოს ნაკრების კალათბურთელი გიორგი ცინცაძე, რომლის მეტოქე მარკ გასოლია. პირველ ეტაპზე, ხმების 58.49%-ით, გულშემატკივარმა "ბუს" ლიეტუვასთან გაკეთებული ულამაზესი გადაცემა გამოარჩია. გიორგის მეტოქე სერბი დუშან ბულატი იყო. რაც შეეხება მეორე წრეს, ცინცაძეს მეტოქეობას ლეგენდარული მარკ გასოლის მიერ სერბეთის წინააღმდეგ გაკეთებული პასი უწევს. გამოკითხვაში მონაწილეობის მიღება მითითებულ ბმულზე შეგიძლიათ. ქართველი კალათბურთელი ახლა ხმების 56.83%-ით წინაა.

სხვა სტატიები