Belive

წლის გიგანტი - შენგელიას მორიგი აღიარება ესპანეთში

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ესპანეთის ლიგა ენდესას (LIGA ACB) ყოველწლიურ შემაჯამებელ ღონისძიებაზე, თორნიკე შენგელიამ მორიგი აღიარება მოიპოვა. "ბასკონიას" ქართველი კაპიტანი ლიგა ენდესას წლის გიგანტად, საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. დაჯილდოვების ცერემონიალი მადრიდში, ლიგა ენდესას სათავო ოფისში გაიმართა. მიმდინარე სეზონში, ლიგა ენდესაში შენგელიას საშუალო მონაგარი 16.1 ქულას, 6 მოხსნასა და 2.6 პასს შეადგენს.

სხვა სტატიები