ცნობილია თუ რა თანხას გამოიმუშავებს სანდრო მამუკელაშვილი NBA-ში

NBA-ის 2021/22 წლების სეზონში სანდრო მამუკელაშვილი “მილოუკი ბაქსის” რიგებში ითამაშებს. ქართველი კალათბურთელი NBA-ს საზაფხულო მატჩებში ჯერჯერობით ერთ-ერთი საუკეთესოა საკუთარ კლუბში.

სანდრო მამუკელაშვილს “მილუოკი” ბაქსთან 2 წლიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული და კლუბში 2022/2023 წლების სეზონის ჩათვლით დარჩება.

სანდრო მამუკელაშვილის ანაზღაურება NBA-ში კი შემდეგნაირია: მიმდინარე სეზონში (2021/2022) სანდრო $462,629 დოლარს აიღებს, რაც კლუბში ყველაზე ცოტაა.

2022/2023 წლების სეზონში კი ქართველი კალათბურთელის ანაზღაურება $1,576,305 იქნება.

შეგახსენებთ, რომ სანდრო მამუკელაშვილი მიმდინარე NBA-ს სეზონში, მეორე ქართველი კალათბურთელი იქნება. სანდროს გარდა კი NBA-ში მონაწილეობას, ცენტრი – გოგა ბითაძე (“ინდიანა”) მიიღებს.

ცნობილია თუ რა თანხას გამოიმუშავებს სანდრო მამუკელაშვილი NBA-ში

სტატიის ავტორი
-