Belive

ცსკა ევროლიგის პირველ ტურში დამარცხდა | შენგელიამ გუნდს 7 ქულა მოუტანა

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ევროპული კალათბურთის მოყვარულებისათვის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი - ევროლიგა დაიწყო! ევროლიგის პირველი ტური საინტერესო წყვილებითაა დაკომპლექტებული, აქედან ერთ-ერთი კი "ოლიმპია მილანოსა" და "ცსკა"-ის დაპირისპირება გახლდათ. შეხვედრა დაძაბული მიმდინარეობით წარიმართა, სადაც პირველი მეოთხედის შემდეგ არმიელები 8-ქულიან უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა პირველი ტაიმის ბოლოს სხვაობა 1-ქულამდე შემცირდა. რაც შეეხება მეორე ტაიმს, იტალიელებმა მეტოქე აშკარად დაჯაბნეს და საბოლოოდ 10-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით - 84:74 იმარჯვეს. საქართველოს ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია ევროლიგის პირველი ტურის შეხვედრაში სასტარტო შემადგელობაში იყო წარმოდგენილი, მან ჯამში პარკეტზე 23:06 წუთი გაატარა, რა დროშიც საკუთარ გუნდს 7 ქულა, 6 მოხსნა და 2 ჩაჭრა შესძინა. "ცსკა" მომდევნო შეხვედრას 8 ოქტომბერს, თურქეთში, გასული სეზონის ჩემპიონ, "ანადოლუ ეფესს" დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები