Belive

ცსკა-მ მოიგო | შენგელია მატჩის MVP გახდა

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
რუსეთის საკალათბურთო ჩემპიონატის 2021/22 წლების სეზონი დაიწყო. VTB ლიგაში უკვე მესამე წრის შეხვედრები გაიმართა. საქართველოს ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას "ცსკა" გასვლით მატჩში "ნიჟნი ნოვგოროდის" წინააღმდეგ იყო წარმოდგენილი. შეხვედრა არმიელების დამაჯერებელი გამარჯვებით, 20-ქულიანი უპირატესობით, ანგარიშით - 92:72 დასრულდა. თორნიკემ პარკეტზე 23:32 წუთი გაატარა, რა დროშიც 17 ქულით, 7 მოხსნით, 6 შედეგიანი გადაცემითა და 3 ჩაჭრით დაეხმარა საკუთარ გუნდს. აღსანიშნავია, რომ შენგელიამ შეხვედრა სასტარტო ხუთეულიდან დაიწყო და ზემოთხსენებული მაჩვენებლების ხარჯზე მატჩის MVP-ის წოდებაც სწორედ ქართველ კალათბურთელს ერგო. რუსეთის ეროვნულ ჩემპიონატში მომდევნო შეხვედრას "ცსკა", 18 ოქტომბერს, "პარმა პერმის" წინააღმდეგ გამართავს.  

სხვა სტატიები