Belive

ცსკა ფინალში დაწინაურდა | შენგელიამ გუნდს 14 ქულა მოუტანა

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
რუსეთის საკალათბურთო ჩემპიონატი დასკვნით ფაზაშია გადასული. VTB ლიგაში პლეიოფის საფინალო დაპირისპირება იმართება, სადაც ერთმანეთის პირისპირ თორნიკე შენგელიას "ცსკა" და "უნიქსი" ასპარეზობენ. სერიის პირველი შეხვედრა ყაზანში გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით, ანგარიშით 77:85 დასრულდა, შესაბამისად "ცსკა" სერიაში დაწინაურდა. ქართველმა ლეგიონერმა პარკეტზე 23:20 წუთი გაატარა, რა დროშიც 14 ქულას, 3 შედეგიან გადაცემას, 2 მოხსნასა და 1 ჩაჭრას მოუყარა თავი. მატჩის საუკეთესო მოთამაშე "არმიელთა" ერთ-ერთი გამორჩეული კალათბურთელი უილ კლაიბერნი გახდა. მომდევნო შეხვედრა 7 ივნისს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები