Belive

ცსკა-ს მორიგი გამარჯვება, შენგელია 5 ქულას დასჯერდა

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ევროლიგის მე-13 ტურში "ცსკა" სტუმრად "ხიმკის" დაუპირისპირდა და 9 ქულის სხვაობით, 87:96 გაიმარჯვა. მოსკოველთა სასტარტო ხუთეულში იყო თორნიკე შენგელია, რომელმაც პარკეტზე 19 წუთი გაატარა. საქართველოს ნაკრების კაპიტანი ტურნირის აუტსაიდერთან მხოლოდ 5 ქულასა და 4 მოხსნას დასჯერდა. თორნიკემ 6-დან 2 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო გამოიყენა. რაც შეეხება "ცსკა"-ს, დიმიტრის იტუდისის გუნდი ევროლიგას 10 გამარჯვებითა და 3 მარცხით ლიდერობს.

სხვა სტატიები