Belive

ცსკა-ში გადასვლის გამო შვედი კალათბურთელი ნაკრებიდან მოკვეთეს

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
შვედეთის ეროვნული ნაკრების ვარსკვლავი - იონას იერებკო, შვედეთის ეროვნული ნაკრებიდან მოკვეთეს. 35 წლის ლეგენდარული კალათბურთელის მოკვეთის მთავარი მიზეზი "ცსკა"-ში გადასვლაა. იერებკოს ეროვნული ნაკრებიდან გაშვება, შვედეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა - ფრედრიკ ჟოულამომ ბრძანა. ფედერაციის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ "ცსკა"-ში გადასვლის შემდეგ, იგი დაუკავშირდა იერებკოს და უთხრა, რომ იქ გადასვლი შვედეთისთვის არასასიამოვნო იქნებოდა. ,,ნაკრებში მოთამაშე წარმოადგენს შვედეთის კალათბურთის ფედერაციას. ჩვენი ქვეყანა წინააღმდეგია რუსეთში ნებისმიერი საქმიანობის შესრულებაზე, შესაბამისად იერებკო ნაკრებში ვეღარ ითამაშებს" - განაცხადა შვედეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა. იერებკო ძალიან ცნობილი შვედი კალათბურთელია, იგი NBA-ს შემდეგ კლუბებში ირიცხებოდა:
  • 2009-2015 წლები - "დეტროირ პისტონსი"
  • 2015-2017 წლები - "ბოსტონ სელტიკსი"
  • 2017-2018 წლები - "იუტა ჯაზი"
  • 2018-2019 წლები - "გოლდენ სტეიტი"
NBA-დან წამოსვლის შემდეგ, შვედი კალათბურთელი რუსულ კლუბ "ხიმკში" ჩაირიცხა, სადაც 2 სეზონი გაატარა, ახლა კი "ცსკა"-ში გადავიდა, სადაც გადასვლიდან 2 დღის შემდეგ ეროვნული ნაკრებიდან გარიცხეს.  

სხვა სტატიები