Belive

ცსკა VTB ლიგის ნახევარფინალშია | შენგელიამ გუნდს 12 ქულა შესძინა

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
რუსეთის საკალათბურთო ჩემპიონატი დასკვნით ფაზაში გადავიდა, სადაც საპლეიოფო მატჩში თორნიკე შენგელიას "ცსკა" "ნიჟნი ნოვგოროდს" დაუპირისპირდა. "ნიჟნი ნოვგოროდის" კალათბურთელებმა მაქსიმალური სულისკვეთება გამოავლინეს, პირველი წაგებული მატჩის შემდეგ, სერიაში ანგარიში გაათანაბრეს, შემდეგ კი VTB ლიგის საუკეთესო გუნდთან დრამატულ მატჩში, ანგარიშით - 75:79, დამარცხდნენ. ქართველმა ლეგიონერმა თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 27:21 წუთი გაატარა, რა დროშიც 12 ქულასა და 3 მოხსნას მოუყარა თავი. ზემოთხსენებული გამარჯვებით არმიელებმა VTB ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საგზური მოიპოვეს, სადაც "ზენიტის" წინააღმდეგ მოუწევთ ასპარეზობა.

სხვა სტატიები