Belive

ცსკა VTB ლიგის ფინალში გავიდა | შენგელიამ ზენიტის წინააღმდეგ 12 ქულა დააგროვა

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
რუსეთის საკალათბურთო ჩემპიონატი დასკვნით ფაზაშია შესული, საპლეიოფო დაპირისპირებების ნახევარფინალური ეტაპი დასრულებულია, შესაბამისად გამოვლინდა ორი ფინალისტი - "ცსკა" და "იუნიქსი". თორნიკე შენგელიას "ცსკა"-მ ნახევარფინალური სერიის მე-4 მატჩში, საკუთარ არენაზე "ზენიტს" უმასპინძლა, სადაც გამარჯვება არმიელებს დარჩათ და ფინალის საგზურიც მოიპოვეს. შეხვედრის პირველი მეოთხედის შემდეგ, შესაძლოა ითქვას, რომ "ცსკა"-მ მეტოქეს აღარანაირი შანსი არ მისცა და საბოლოოდ, ანგარიშით - 85:71 იმარჯვა. ქართველმა ლეგიონერმა პარკეტზე გატარებულ 28:35 წუთში 12 ქულას, 4 მოხსნას, 3 შედეგიან გადაცემასა და 1 ჩაჭრას მოუყარა თავი. ფინალური სერიის პირველი მატჩი 7 ივნისს, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება, სადაც მასპინძელი გუნდი ყაზანის "იუნიქსი" იქნება.

სხვა სტატიები