Belive

ცსკამ ევროლიგაზე გაიმარჯვა | შენგელია პარკეტს 11 ქულით დაუბრუნდა

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
თორნიკე შენგელია საკუთარ გუნდს კიდევ ერთხელ გამოაკლდა, რისი მიზეზიც მისი თვალის ტრავმა იყო, რომელიც მან ვარჯიშზე მიიღო, თუმცა ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და მხოლოდ 2 მატჩის შემდეგ, ქართველი ფორვარდი პარკეტზე დაბრუნდა. 14 აპრილს, ევროლიგის 25-ე რაუნდის შეხვედრაში "ცსკა"-მ "პანათინაიკოსს" უმასპინძლა და 7-ქულიანი უპირატესობით, ანგარიშით - 93:86 დაამარცხა. შენგელიამ შეხვედრა სასტარტო ხუთეულიდან დაიწყო და პარკეტზე ჯამში 27:29 წუთი გაატარა, რა დროშიც 11 ქულას, 6 მოხსნას, 2 შედეგიან გადაცემასა და 1 ჩაჭრას მოუყარა თავი. თორნიკე შენგელიას გუნდი, ევროლიგის სატურნირო ცხრილში მე-2 პოზიციაზე იმყოფება - არმიელები მხოლოდ "ბარსელონას" ჩამორჩებიან. მომდევნო შეხვედრას "ცსკა" 17 აპრილს, თბილისის დროით 14:00-ზე, რუსეთის ეროვნულ ჩემპიონატში, სტუმრად, "ლოკომოტივ ყუბანის" წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები