Belive

ცსკამ ევროლიგაზე ზენიტი დაამარცხა | შენგელია დაფრინავს

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ევროპული კალათბურთის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი - ევროლიგა რამდენიმე კვირაა დაიწყო. ტურნირი 18 გუნდითაა დაკომპლექტებული, მათ შორის კი თორნიკე შენგელიას "ცსკა" ერთ-ერთი ფავორიტია. "ცსკა"-მ ევროლიგის მესამე წრის შეხვედრაში, საკუთარ არენაზე "ზენიტს" უმასპინძლა და 10-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით - 77:67, დაამარცხა. თორნიკე შენგელიამ პარკეტზე გატარებულ 35:48 წუთში, საკუთარ გუნდს 33 ქულა, 8 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მოუტანა. შენგელია შედეგიანობით უპირობო ლიდერი იყო, როგორც საკუთარ, ისე მეტოქის კალათბურთელებს შორისაც, რამაც მისთვის MVP-ის ტიტულის მინიჭება განაპირობა. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ თორნიკე შენგელიასთვის აღნიშნული მაჩვენებელი (33 ქულა) ევროლიგაზე საუკეთესო შედეგია.



აღნიშნული გამარჯვებით არმიელები ევროლიგის მე-6 პოზიციაზე, 2 მოგებითა და 1 მარცხით, გადავიდნენ. მომდევნო შეხვედრას "ცსკა", 15 ოქტომბერს, კვლავ ევროლიგის ეგიდით, საკუთარ არენაზე, "ცრვენა ზვეზდას" წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები