ცსკამ ევროლიგის მოქმედ ჩემპიონს მოუგო – შენგელია მატჩის MVP გახდა (მიმოხილვა)

ევროლიგის მეორე ტურში ,,ცსკამ” ,,ეფესი” სტუმრად 4-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 100:96 დაამარცხა.

მოსკოვურ გუნდს ულიდერა საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ, რომელმაც 32 წუთში 23 ქულა, 4 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. თოკომ 5-დან 5 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. ქართველი ფორვარდის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 29 შეადგინა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

ევროლიგის მოქმედი ჩემპიონების შემადგენლობაში ვასილიე მიციჩი გამოირჩა – სერბმა 32 ქულას, 2 მოხსნასა და 2 ასისტს მოუყარა თავი.

მომავალ შეხვედრას ,,ცსკა” 12 ოქტომბერს ,,ზენიტთან” შინ გამართავს, ,,ეფესი” კი ამავე დღეს ,,ლიონს” ესტუმრება.


ეფესი 96:100 ცსკა – მიმოხილვა

(206)

ცსკამ ევროლიგის მოქმედ ჩემპიონს მოუგო – შენგელია მატჩის MVP გახდა (მიმოხილვა)

სტატიის ავტორი
-