Belive

ცუდი ინფორმაცია - ბითაძე კიდევ რამდენიმე კვირას გამოტოვებს

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
გოგა ბითაძის მდგომარეობის შესახებ აშშ-დან ცუდი ინფორმაცია ვრცელდება. ახალგაზრდა ქართველი ცენტრი პარკეტს ჯერ კიდევ ვერ დაუბრუნდება. "ინდიანა პეისერსის" მთავარი მწვრთნელის ნეიტ მაკმილანის განცხადებით, გოგა კიდევ რამდენიმე კვირას გამოტოვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ რეგულარულ სეზონში მისი თამაში საეჭვოა. იქიდან გამომდინარე, რომ დომანტას საბონისი მძიმედაა ტრავმირებული, ახალგაზრდა ცენტრს თავის გამოჩენის უფრო მეტი შანსი ეძლეოდა. როგორც იცით, ბითაძეს მუხლის ტრავმა აწუხებს. კარანტინის პირობებში გართულებული საწვრთნელი პროცესების გამო 20 წლის კალათბურთელი ცუდ ფორმაშია.    

სხვა სტატიები