U18 კალათბურთი, B დივიზიონი – საქართველო მეოთხედფინალშია!

167
ნახვა

რუმინულ ორადეაში გრძელდება კალათბურთში ევროპის U18 ჩემპიონატის B დივიზიონი. დღეს ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩშ საქართველოს ნაკრები ირლანდიას დაუპირისპირდა. შეხვედრაში გამარჯვების შემთხვევაში ჩვენი გუნდი მეოთხედფინალის საგზურს ინაღდებდა.

შეხვედრის დიდი ნაწილი ჩვენი გუნდის უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ ჩვენი ნაკრების გამარჯვებით 77:63 დასრულდა. სამწუხაროდ შეხვედრის დასაწყისშივე ფეხი გადაუბრუნდა და მატჩის გაგრძელება ვეღარ შეძლო ვლადიმერ თავაქარაშვილმა. ნაკრებს კი რატი ანდრონიკაშვილმა და ლაშა მიქელაძემ ულიდერეს. რატის ანგარიშზე  13 ქულა, 11 მოხსნა, 4 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკ-შოტი იყო, ხოლო მიქელაძის მონაგარი 10 ქულა, 15 მოხსნა, 2 ასისტი და 1 ჩაჭრა იყო. 13 ქულა, 7 მოხსნა და 4 ასისტი მოგროვდა ალექსანდრე მერკვილაძის ანგარიშზე.

დღესვე დიდი ალბათობით ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები დანიას დაამარცხებს , ამ შემთხვევაში ჩვენი ნაკრები მეორე ადგილს დაიკავდებს და მეოთხედფინალში A ჯგუფის გამარჯვებულს დაუპირისპირდება, რომელიც პოლონეთის ან ბელგიის ნაკრების იქნება, მატჩი 2 აგვისტოს გაიმართება.

(167)

U18 კალათბურთი, B დივიზიონი – საქართველო მეოთხედფინალშია!

სტატიის ავტორი
-