Belive

U18 კალათბურთი B დივიზიონი - საქართველომ დანია გაანადგურა!

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
რუმინეთის ქალაქ ორადეაში გრძელდება ევროპის 18 წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონი კალათბურთში. პირველ ტურში სლოვაკეთის დამარცხების შემდეგ, დღეს საქართველოს ნაკრების მეტოქე დანია გახლდათ. შეხვედრა თავიდან ბოლომდე ჩვენი ბიჭების უპირატესობით წარიმართა და საბოლოო ჯამში ჩვენივე გამარჯვებით ანგარიშით 85:40 დასრულდა. დანიელებმა 4-დან 3 მეოთხედში 10 ქულა ვერ უწიეს (19:8;18:17;24:9; 24;6). ჩვენი ნაკრების შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი ნიკოლოზ გაფრინდაშვილი იყო, რომელმაც 5 სამქულიანი ჩააგდო და საბოლოო ჯამში 15 ქულა დააგროვა. 14 ქულა, 2 მოხსნა, 4 ასისტი, 3 ჩაჭრა და 1 ბლოკ-შოტი იყო რატი ანდრონიკაშვილის ანგარიშზე, 217 სანტიმეტრიანმა საბა გიგიბერიამ კი თავი 12 ქულას, 7 მოხსნას, 1 ასისტს, 1 ჩაჭრას და 1 ბლოკ შოტს მოუყარა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი (20) ყველზე მაღალი იყო მოედანზე. 12 ქულა, 3 მოხსნა და 3 ასისტი მოაგროვა ლაშა მიქელაძემ. ჩვენი ჯგუფის სხვა მატჩებში ჩრდილოეთ მაკედონიამ უკრაინა 73:71 ხოლო ირლანდიამ სლოვაკეთი 89:57 დაამარცხეს. ჩვენი ნაკრების მომდევნო მეტოქე ხვალ 19:30 საათზე უშუალო კონკურენტი, ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები იქნება.

სხვა სტატიები