Belive

U18 კალათბურთი, B დივიზიონი - საქართველომ მეოთხედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
რუმინულ ორადეაში გრძელდება კალათბურთში ევროპის U18 ჩემპიონატის B დივიზიონი. დღეს საქართველოს ნაკრები უკრაინას დაუპირისპირდა. ჩრდილოეთ მაკედონიასთან მარცხის შემდეგ ეს მატჩი პრინციპულ ხასიათს ატარებდა და გამარჯვებული ფაქტობრივად ინაღდებდა მეოთხედფინალის საგზურს. პირველი ნახევრის ფრედ დასრულების შემდეგ ,როგორც პირველ ორ მატჩში ჩვენმა გუნდმა მესამე პერიოდი შესანიშნავად ჩაატარა , მეტოქეს 10 ქულიანი გაქცევა გაუკეთა და ლიდერობა შეხვედრის ბოლომდე შეინარჩუნა, საბოლოოდ 85:73 და ბოლო ტურში ირლანდიის დამარცხება მეოთხედფინალში გასასვლელად საკმარისი იქნება. ჩვენს გუნდს ტრადიციულად რატი ანდრონიკაშვილმა ულიდერა, მის ანგარიშზე 24 ქულა, 4 მოხსნა, 2 ასისტი და 1 ჩაჭრა იყო, ხოლო მარგი ქმედების კოეფიციენტმა 18-ს უწია. 12 ქულა, 3 მოხსნა, 1 ასისტი და 2 ჩაჭრა იყო ვლადიმერ თავაქარაშვილი ანგარიშზე, ხოლო ანზორ ნადირაძემ ორმაგი დუბლი გაიფორმა - 11 ქულა, 10 მოხსნა, 2 ასისტი. უკრაინელებს მაქსიმ შულგამ ულიდერა, 18 ქულა, 10 მოხსნა, 5 ასისტი, 2 ჩაჭრა. ჯგუფის ბოლო შეხვედრას ჩვენი ნაკრები ხვალ, ჩვენი დროით 17:15 საათზე ირლანდიის წინააღმდეგ ჩაატარებს.

სხვა სტატიები