Belive

U18 კალათბურთი, B დივიზიონი - საქართველომ სლოვაკეთი დამაჯერებლად დაამარცხა

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
რუმინეთის ქალაქ ორადეაში სტარტი აიღო კალათბურთში 18 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონმა. საქართველოს ნაკრების მეტოქე პირველ ტურში სლოვაკეთის ნაკრები გახლდათ. სლოვაკებმა ჩვენს გუნდს წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწიეს, გადამწყვეტი კი მესამე მეოთხედი გამოდგა რომელიც 27:5 მოვიგეთ, საბოლოოდ კი შეხვედრა დიდი ანგარიშით 80:45 დასრულდა და ჩვენმა ნაკრებმა პირველი გამარჯვება იზეიმა. ჩვენი გუნდის შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი 16 ქულით, 3 მოხსნით, 7 ასისტით და 6 ჩაჭრით რატი ანდრონიკაშვილი იყო, მისი მარგი ქმდების კოეფიციენტმა 26-ს უწია, რაც მოედანზე საუკეთესო შედეგი იყო. 15 ქულა და 4 მოხსნა იყო ალექსანდრე მერკვილაძის ანგარიშზე, ხოლო ნიკოლოზ გაფრინდაშვილმა სამი სამქულიანი ჩააგდო და საბოლოო ჯამში თავი 13 ქულას მოუყარა. ჩვენი ჯგუფის დანარჩენ შეხვედრებში უკრაინამ დანია 89:67, ხოლო ჩრდილოეთ მაკედონიამ ირლანდია 74:60 დაამარცხა. ხვალ ჩვენი ნაკრების მეტოქე დანია იქნებიან, შეხვედრა თბილისის დროით 19:30 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები