U20 კალათბურთი, საქართველოს ნაკრებმა კოსოვოს ნაკრები დაამარცხა!

462
ნახვა

პორტუგალიის ქალაქ მატოსინოსში დასრულდა ევრობასკეტ 2019-ის B დივიზიონის მეოთხე ტურის მატჩი კალათბურთში საქართველოსა და კოსოვოს შორის.

საქართველოს ნაკრებმა მარტივი გამარჯვება მოიპოვა, ჩვენი გუნდი მთელი მატჩის მანძილზე უპირატესობას ფლობდა, 4-დან 3 მეოთხედი მოიგო და ჯგუფის ლიდერობა განიმტკიცა.

საქართველოს ნაკრებში საუკეთესო იყო ლუკა მაზიაშვილი მისი მონაგარი ასე გამოიყურება: 12 ქულა, 1 მოხსნა, 3 ასისტი. 10 ქულა, 5 მოხსნა და 4 ასისტი იყო რატი ანდრონიკაშვილის მონაგარი.

ჯგუფის მეორე შეხვედრაში ესტონეთმა სომხეთი 99:41 დაამარცხა.

ჯგუფის ბოლო მატჩს ჩვენი გუნდი 17 ივლისს, 21:15 საათზე ესტონეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.

(462)

U20 კალათბურთი, საქართველოს ნაკრებმა კოსოვოს ნაკრები დაამარცხა!

სტატიის ავტორი
-