Belive

უდანაკარგო საბერძნეთი და გერმანია მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს მიუახლოვდნენ

5 წლის წინ კალათბურთი
2 წთ
ისრაელი - საქართველოს მატჩის პარალელურად ევროპაში მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი სხვა მატჩებიც გაიმართა. ჩვენს L ჯგუფში გერმანია ესტონეთს ეწვია და მეტოქისგან ქვა ქვაზე არ დატოვა, შრიოდერმა და მისმა გუნდელებმა მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს რომელიც ანგარიშით 49-24 მოიგეს. მეტოქის რბევა გერმანელებმა მესამე პერიოდშიც გააგრძელეს და საბოლოოდ მატჩი 86-43 მოიგეს. მატჩის საუკეთესო მოთამაშე "ოკლაჰომას" ვარსკვლავი, დენის შროდერი გახდა რომელმაც 18 ქულა, 6 მოხსნა, 10 პასი და 1 ბლოკ-შოტი მიითვალა. ჯგუფის ცენტრალური მატჩი კი  ჰერაკლიონში გაიმართა სადაც საბერძნეთი სერბეთს დაუხვდა და მეტოქე 70-63 დაამარცხა. ბერძნებს ნიკ კალატესმა და გეორგიოს პრინტეზისმა 15-15 ქულით ულიდერეს, იოანის ბურუსისმა 9 ქულას 10 მოხსნა, 8 პასი, 1 ჩაჭრა და 2 ბლოკ-შოტი წაამატა და სარგებლიანობის კოეფიციენტით მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა, სერბებიდან ბოგდან ბოგდანოვიჩი გამოირჩა 17 ქულითა და 4 მოხსნით. საბერძნეთმა და გერმანიამ ორივე საკვალიფიკაციო ეტაპზე გამართული 7 მატჩიდან 7-ვე გამარჯვებით დაასრულეს და მსოფლიო ჩემპიონატის საგზურთან ახლოს არიან. დღის სხვა მატჩებიდან აღსანიშნავია ჩეხეთის გამარჯვება რუსეთთან. მიუხედავად იმისა რომ რუსებს ტიმოფეი მოზგოვის გარდა თითქმის ყველა წამყვანი კალათბურთელი პარკეტზე ჰყავდათ, ჩეხებმა შესანიშნავად ითამაშეს და ტომაშ სატორანსკის ლიდერობით (16 ქულა, 8 მოხსნა, 6 პასი) მეტოქე 80-78 დაამარცხეს.

სხვა სტატიები