Belive

უმოტივაციო უნიკახა და შერმადინის 7 ქულა

5 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ევროთასის ჯგუფური ეტაპის უკანასკნელ მატჩში, "უნიკახა", რომელშიც საქართველოს ნაკრების ცენტრი, გიორგი შერმადინი საკმაოდ წარმატებულად თამაშობს, ბელგრადში "ცრვენა ზვეზდასთან" 105:89 დამარცხდა. ეს მატჩი ესპანელებისთვის არაფერს არ წყვეტდა და შეიძლება ითქვას, გუნდი უმოტივაციოდ იყო. "უნიკახას" შემდგომ ეტაპზე თამაში განაღდებული ჰქონდა. შერმადინმა პარკეტზე მხოლოდ 13 წუთი და 47 წამი გაატარა. ამ პერიოდში 7 ქულა, 4 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. "უნიკახამ" ჯგუფში 3 მოგებით მეორე ადგილი დაიკავა და მეოთხედფინალში ფინალში ბერლინის "ალბას" დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები