Belive

უფრო მეტი სათამაშო დრო გოგა ბითაძეს? | ტომპსონი ჩიკაგოში გაუშვეს

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა. ქართული კალათბურთისთვის და გოგა ბითაძისთვის, "ინდიანა პეისერსსა" და "საკრამენტო კინგსს" შორის გაკეთებული თრეიდი საკმაოდ მნიშვნელოვანი ამბავია, ვინაიდან გუნდიდან ქართველი ლეგიონერის უშუალო კონკურენტი დომანტას საბონისი წავიდა, თუმცა საპირწონედ რამდენიმე კალათბურთელთან ერთად ტრისტან ტომპსონი მიიღეს, რომელიც ასევე "ცენტრის" პოზიციაზე თამაშობს. უნდა აღვნიშნოთ, რომ საბონისის წასვლის შემდეგ ბითაძე პარკეტზე გაცილებით მეტ დროს ატარებს და რასაკვირველია, მონაგარიც უფრო მეტი აქვს. ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ინდიანამ" ტრისტან ტომპსონი "ჩიკაგოში" გაუშვა, რაც ბითაძის სათამაშო დროზე დადებითად აისახება - ქართველ კალათბურთელს უფრო მეტი დრო ექნება იმისათვის, რომ საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინოს და NBA-ში თავი საფუძვლიანად დაიმკვიდროს. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ "ინდიანას" პლეი-ოფში გასვლის საკმაოდ მცირე შანსები აქვს, ვინაიდან აღმოსავლეთ კონფერენციაში 20 მოგებითა და 40 მარცხით, 15-გუნდიან ცხრილში მე-13 პოზიციას იკავებს.

სხვა სტატიები