სკოპიეში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის ქართველი ფალავანი თეიმურაზ ვანიშვილი (61კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ფინალში მან სომეხ რაზმიკპაპიკიანს დამაჯერებელი ანგარიშით 6:1 სძლია.
დღესვე კონტინენტის პირველობაზე მესამე ადგილისთვის იასპარეზებენ ვლადიმერ გამყრელიძე (74კგ) და მირიან მაისურაძე (92კგ). შეგახსენებთ, რომ სკოპიეში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ანგარიშზე ერთი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალია, რომელიც ტურნირზე გუშინ რამაზ თურმანიძემ (57 კგ) მოიპოვა.