Belive

ვაშინგტონის კედელი 1 წლით იუქმებს

5 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
"ვაშინგტონ ვიზარდსის" ლიდერი ჯონ ვოლი ურთულეს ოპერაციას იკეთებს. "ვიზარდსის" პოინტ გარდს აქილევსის მყესები აქვს გაწყვეტილი, რის გამოც დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ მისთვის მიმდინარე სეზონი დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით, ჯონ ვოლი სრულად გამოჯანმრთელებას და პარკეტზე დაბრუნებას ოპერაციის გაკეთებიდან 12 თვის შემდეგ შეძლებს. ამ წუთისათვის ოპერაციის ზუსტი თარიღი უცნობია. NBA-ის 2018/19 წლების რეგულარულ სეზონში ჯონ ვოლმა 32 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ჩატარებულ მატჩებში მისი საშუალო მონაგარი 20.7 ქულას, 8.7 ასისტსა და 3.6 მოხსნას შეადგენს.

სხვა სტატიები