Belive

ვასილიე მიციჩი სერბეთის ნაკრებს თურქეთთან შეხვედრაში ვერ დაეხმარება

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ორშაბათს სერბეთის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში თურქეთს უმასპინძლებს.

Eurohoops-ის ცნობით, სერბებს გუნდის ერთ-ერთი ლიდერი - ვასილიე მიციჩი ვერ დაეხმარება. 28 წლის კალათბურთელი დღეს ბელგრადში უნდა ჩასულიყო, თუმცა სერბეთის ნაკრებს ,,ეფესმა'' აცნობა, რომ უკანახაზელი ,,ბარსელონასთან'' ევროლიგის შეხვედრისთვის ემზადება.

ფაქტი კიდევ უფრო საინტერესოა იმიტომ, რომ თურქეთის ეროვნულ ნაკრებსა და ,,ეფესს'' ერთი მთავარი მწვრთნელი - ერგინ ატამანი ჰყავს.

ორშაბათს თუ სერბეთი თურქეთს დაამარცხებს, საბერძნეთი კი ბელგიასთან მოიგებს, მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს ორივე გუნდი გაიფორმებს.