Belive

ვესტბრუკი კორონავირუსით დაინფიცირდა

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
NBA-ში კორონავირუსის მორიგი შემთხვევა დაფიქსირდა. ამჯერად COVID 19-ის ტესტმა დადებითი შედეგი "ჰიუსტონის" ვარსკვლავ რასელ ვესტბრუკზე აჩვენა. აღნიშნული ინფორმაცია კალათბურთელმა სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე გაავრცელა:
"ტესტის დადებითი პასუხი პირველად ორლანდოში გუნდთან ერთად გამგზავრებამდე მივიღე. ახლა თავს კარგად ვგრძნობ და კარანტინში ვარ. თანაგუნდელებთან დაბრუნებას ველოდები, როდესაც უკვე კარგად ვიქნები. მადლობას გიხდით კეთილი სურვილებისა და მხარდაჭერისთვის. გთხოვთ, მოეკიდეთ ვირუსს სერიოზულად. იყავით ფრთხილად და ატარეთ ნიღბები."

სხვა სტატიები