ვილერბანთან მოგებულ მატჩში შენგელიას ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა

ვილერბანთან მოგებულ მატჩში შენგელიას ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა
თორნიკე შენგელიას ბასკონიამ ევროლიგის 24-ე ტურში გამარჯვება მოიპოვა. ესპანურმა გუნდმა ფრანგულ ვილერბანს უმასპინძლა და 79:65 დაამარცხა, ბასკონიელთა ქართველი კაპიტანი კი თავისიანთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო, ქართველმა კაპიტანმა 28:18 წუთი ითამაშა, რაც იმით არის გამოწვეული, რომ მალევე მიიღო 4 პერსონალური შენიშვნა. მის ანგარიშზე 15 ქულა (1 სამქულიანი), 9 მოხსნა (3 მეტოქის ფარზე) და 2 პასია. მარგი ქმედების კოეფიციენტით (15), ის ჩრისტონი და შილდსი საუკეთესოები იყვნენ გუნდში.

მატჩის შემდეგ ბასკონიას კაპიტანმა შემდეგი კომენტარი გააკეთა:

“ბევრი თამაში წავაგეთ, ახლა კი შინ რამდენიმე მატჩი დაგვიგროვდა და ჩვენი სურვილია, რაც შეიძლება მეტი გამარჯვება ვიზეიმოთ. დღეს ეს გამოგვივიდა. ბედნიერი ვარ ჩემი გუნდელების, მწვრთნელების, ფანებისა და ქალაქის გამო.

სანამ ცოცხალი ხარ, იმედი არ უნდა დაკარგო. ჩვენ ჯერ კიდევ ვიბრძვით, ცოცხლები ვართ და არავინ დანებებას არ აპირებს. ბოლომდე ასე ვიბრძოლებთ”.

მე- 9 მოგების წყალობით, ბასკონიამ მე-14 ადგილზე გადაინაცვლა. მომდევნო ტურში ქართველთა გუნდი ჟალგირისს უმასპინძლებს. თამაში ვიტორიაში 21 თებერვალს გაიმართება. ლიტვური კლუბი უშუალო კონკურენტია, მასაც 9 მოგება აქვს და მე-13 პოზიციაზეა. შეგახსენებთ, რომ ევროლიგის პლეი ოფში 8 გუნდი გადის. პლეი ოფის ზონამდე ბასკონიას მხოლოდ 1 მოგება აშორებს.

საქართველოს კალათბურთის ფედერაცია

(274)

ვილერბანთან მოგებულ მატჩში შენგელიას ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა

სტატიის ავტორი
-