Belive

ვირტუსი მოგების სერიას განაგრძობს | შენგელია მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატში 25-ე ტურის შეხვედრები გაიმართა, სადაც თორნიკე შენგელიას “ვირტუს ბოლონიამ” “ტრენტოს” უმასპინძლა. შეხვედრა "ვირტუსის" სრული დომინაციით წარიმართა, თუმცა შეხვედრის ბოლოს სტუმრებმა წონასწორობა აღადგინეს (82:82) და თამაში ოვერტაიმში გადაიყვანეს, სადაც შენგელიას გუნდმა გამარჯვება მოიპოვა (95:88).



თამაში სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო. შენგელიამ პარკეტზე 28 წუთი გაატარა და ორმაგი დუბლი გაიფორმა. ქართველის მონაგარი ასეთია - 19 ქულა, 11 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა.
shengeliaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa
შენგელიას გუნდი სატურნირო ცხრილში 22 მოგებით და 3 მარცხით პირველ პოზიციას იკავებს. უახლოეს მდევარს - "ოლიმპია მილანოს" 20 მოგება და 5 მარცხი აქვს. "ვირტუს ბოლონია" მომდევნო შეხვედრას 16 აპრილს, სტუმრად, "პესაროს" წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები