Belive

ვირტუსმა მილანს მოუგო და სერიაში სხვაობა შეამცირა

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალური სერიის მე-5 შეხვედრაში ,,ვირტუსმა'' ,,მილანი'' 84:78 დაამარცხა და სერიაში სხვაობა შეამცირა (2:3). ბოლონიელთა ძირითად ხუთეულში იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია, რომელმაც 30 წუთში 15 ქულა, 5 შედეგიანი გადაცემა, 2 მოხსნა და 1 დაფარება მოაგროვა. თოკომ 6-დან 4 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 7-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. ,,ვირტუსს” 17 ქულით, 13 მოხსნით, 2 ასისტითა და 1 ჩაჭრით მუამადუ ჟაიტემ ულიდერა. ფინალური სერიის მე-6 მატჩი შაბათს, 18 ივნისს, მილანში გაიმართება.


სხვა სტატიები