Belive

ვირტუსმა მოიგო | შენგელიას გუნდმა იტალიის ჩემპიონატში ლიდერობა გაიმყარა

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატში 26-ე ტურის შეხვედრები გაიმართა, სადაც თორნიკე შენგელიას "ვირტუს ბოლონიამ" უმთავრეს კონკურენტს - "ოლიმპია მილანოს" უმასპინძლა. შეხვედრა "ვირტუსის" დომინაციით წარიმართა და საბოლოოდ ანგარიშით - 83:65, დასრულდა.



შეხვედრა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ რომელმაც პარკეტზე 27 წუთი გაატარა, რა დროშიც საკუთარ გუნდს 10 ქულით და 5 მოხსნით დაეხმარა. ზემოთხსენებული გამარჯვებით "ვირტუს ბოლონიამ" სატურნირო ცხრილში პირველობა გაიმყარა. შენგელიას გუნდს 21 მოგება და 19 მარცხი აქვს, მთავარ კონკურენტ "ოლიმპია მილანოს" კი 19 გამარჯვება და 5 წაგება აქვს. 13 აპრილს, თბილისის დროით 22:30 საათზე, "ვირტუს ბოლონია" მომდევნო შეხვედრას ისევ საშინაო არენაზე გამართავს, სადაც "ტრენტოს" დაუპირისპირდებიან.

სხვა სტატიები