Belive

ვირტუსმა ცრვენა ზვეზდას მოუგო - შენგელიამ საკუთარ გუნდს ულიდერა

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ევროლიგის 22-ე ტურში ,,ვირტუს ბოლონიამ'' ,,ცრვენა ზვეზდას'' უმასპინძლა და 12-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 84:72 დაამარცხა.

იტალიური გუნდის შემადგენლობაში 26 წუთი ითამაშა თორნიკე შენგელიამ, რომელმაც 15 ქულა, 4 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. ქართველმა ფორვარდმა 8-დან 5 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო.

შენგელიას მარგი ქმედების კოეფიციენტმა 19 შეადგინა, რაც ბოლონიელთა რიგებში საუკეთესო მაჩვენებელია.

,,ვირტუსი'' 10 მოგებითა და 12 მარცხით სატურნირო ცხრილის მე-12 პოზიციაზეა. შენგელიას გუნდი ევროლიგის მომავალ შეხვედრას 4 თებერვალს, ,,ლიონთან'' სტუმრად გამართავს.

სხვა სტატიები