Belive

ვორონცევიჩის 14 წლიანი ეპოქა დასრულდა - შენგელია ცსკა-ში გადაწყვეტილია?!

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ანდრეი ვორონცევიჩის 14-წლიანი ეპოქა "ცსკა"-ში ოფიციალურად დასრულდა. ევროლიგის ერთ-ერთმა გრანდმა ვორონცევიჩთან გამომშვიდობების თაობაზე ოფიციალური განცხადება გააკეთა. "ეს არ ყოფილა იოლი გადაწყვეტილება, თითოეული ჩვენგანისთვის წარმოუდგენელია ვორონცევიჩის სხვა გუნდის მაისურით ხილვა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ვორონცევიჩი "ცსკა"-ს სიმბოლო გახდა - ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ, ამ გადაწყვეტილების მიღება მოგვიწია. ჩვენს რიგებში, ომსკელი ბავშვი რუსული კალათბურთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი წარმომადგენელი და ვარსკვლავი გახდა. მადლობას გიხდით ჩვენი მაისურით ჩატარებული მატჩების გამო. მადლობას გიხდით ერთგულებისთვის, ეს შენი სახლია", - აღნიშნა "ცსკა"-ს პრეზიდენტმა ანდრეი ვატუტინმა. 14 სეზონის განმავლობაში, ვორონცევიჩი "ცსკა"-სთან ერთად ევროლიგის სამგზის გამარჯვებული გახდა.
444
ანდრეი ვორონცევიჩის გუნდიდან წასვლის შემდეგ, "ცსკა"-ში შენგელიას ტრანსფერი კიდევ უფრო რეალური ხდება. გუნდისათვის საკულტო პაუერ ფორვარდის ჩანავლება სწორედ რომ სახელოვანი შემცვლელით უნდა მოხდეს, ამისთვის კი შენგელია იდეალური კანდიდატურაა - განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც თორნიკე შენგელია და "ბასკონია" ესპანეთის ლიგა ენდესას ჩემპიონები გახდნენ. eurohoops.net-ის მტკიცებით, “ცსკა” შენგელიას 3-წლიან კონტრაქტს სთავაზობს. წყაროს მტკიცებით, ტრანსფერი უახლოეს მომავალში გაოფიციალურდება.

სხვა სტატიები