Belive

ზაზა ფაჩულია დალასის ათწლეულის გუნდში მოხვდა

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ამერიკულმა საკალათბურთო გამიცემა lastwordonprobasketball-მა "დალას მავერიქსის" ათწლეულის საუკეთესო გუნდი გამოავლინა. ტექსასური კლუბის 2010-20 წლის საუკეთესო ათ კალათბურთელს შორის ადგილი ზაზა ფაჩულიამაც მოიპოვა. "მართალია, ზაზამ დალასში მხოლოდ ერთი სეზონი გაატარა, თუმცა კარიერაში საუკეთესო და გულშემატკივრების საყვარელი მოთამაშეც გახლდათ. მას საშუალოდ 8.6 ქულა და 9.4 მოხსნა ჰქონდა 76-მატჩიან სეზონში. ეს ყველაფერი ფაჩულიას "ყველა ვარსკვლავის მატჩზე" მიღებულ ხმებშიც დაეხარა, თუმცა მათი უდიდესი ნაწილი მისი სამშობლოდან იყო. ფაჩულია აკეთებდა იმას, რასაც ავალებდნენ - ხსნიდა დიდებულად და აგდებდა როცა შანსი ჰქონდა. ეს სეზონი მის პირად კარიერააში მესამე ყველაზე მაღალშედეგიანი იყო, მოხსნებში კი საუკეთესო",-წერენ ამერიკაში საქართველოს ნაკრების ექს-კაპიტნის შესახებ. ზაზასთან ერთად "დალასის" საუკეთესო გუნდში ლუკა დონჩიჩი, ჯეისონ კიდი, დირკ ნოვიცკი, ტაისონ ჩენდლერი, ჯეისონ ტერი, ჯეი ჯეი ბარეა, მონტა ელისი და ჰარისონ ბარნსი მოხვდა.

სხვა სტატიები