ზაზა ფაჩულია | იანისი ათენის ქუჩებში ნივთების გაყიდვით ირჩენდა თავს დღეს კი NBA-ს ჩემპიონია

NBA-ის ფინალური დაპირისპირების გადამწყვეტ შეხვედრაში, “მილუოკი ბაქსმა” “ფინიქს სანსი” 105:98 დაამარცხა. სერიის გადამწყვეტ შეხვედრაში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, იანის ანტეტოკუნმპო და “მილუოკი ბაქსი” NBA-ის ჩემპიონის ნანატრ ტიტულს დაეუფლნენ. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ იანისმა კარიერის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი ჩაატარა – პარკეტზე გატარებულ 42:27 წუთში, ანტეტოკუნმპომ 50 ქულა, 14 მოხსნა და 2 ასისტი მიითვალა.

იანის ანტეტოკუნმპოს მიერ მოპოვებულ საჩემპიონო ბეჭედს, ქართული კალათბურთის ლეგენდა და NBA-ის 2-გზის ტრიუმფატორი, ზაზა ფაჩულია გამოეხმაურა. Facebook-ზე განთავსებულ პოსტში, ფაჩულიამ იმ რთული გზის შესახებ ისაუბრა, რომლის გავლაც ანტეტოკუნმპოს მოუხდა და აღნიშნა, რომ ცხოვრებაში ყველაფერი შესაძლებელია.

(797)

ზაზა ფაჩულია | იანისი ათენის ქუჩებში ნივთების გაყიდვით ირჩენდა თავს დღეს კი NBA-ს ჩემპიონია

სტატიის ავტორი
-