რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ ზაზა ფაჩულიამ საკალათბურთო კარიერა დაასრულა და "გოლდენ სტეიტში" იმუშავებს.
ქართველმა ვარსკვლავმა რამდენიმე საათის წინ სოციალურ ქსელში გამოსამშვიდობებელი პოსტი დაწერა:
"16 წლის წინ გავხდი NBA-ს ოჯახის წევრი. ეს იყო საუკეთესო წლები, რომელიც მოიცავდა ძალიან დიდ შრომას, მონდომებას, ბევრ რამეზე უარის თქმას, მაგრამ სანაცვლოდ უკან დამიბრუნდა საუკეთესო მოგონებები, შევიძინე უამრავი მეგობარი , გამოცდილება და რაც ყველაზე მთავარია თქვენი სიყვარული. მთელი ცხობრება ვიქნები მადლიერი თანადგომის რომელსაც სულ ვგრძნობდი დიდი მანძილის მიუხედავად. არ განვიცდი რომ ეს ყველაფერი დასრულდა, ბედნიერი ვარ რომ ეს ყველაფერი მოხდა ..." - ზაზა ფაჩულია