Belive

ზაზა ფაჩულიამ კარიერა დაასრულა

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ლეგენდარულმა ქართველმა კალათბურთელმა, ზაზა ფაჩულიამ კარიერა დაასრულა. აღნიშნული ინფორმაცია ამერიკულ მედიაში რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად დადასტურდა. ქართველმა ცენტრმა NBA-ში 18 სეზონი გაატარა, ბოლოს კი "დეტროიტის" შემადგენლობაში თამაშობდა. 34 წლის ზაზა ფაჩულია "გოლდენ სტეიტში" დაბრუნდა, სადაც მრჩეველის პოზიციაზე იმუშავებს. შეგახსენებთ, რომ ფაჩულია NBA-ის ორგზის ჩემპიონი სწორედ "უორიორსში" თამაშის დროს გახდა.

სხვა სტატიები