Belive

ზაზა ფაჩულიას აკადემიამ ოლიმპიაკოსი დაამარცხა!

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ევროლიგის ახალგაზრდულ ტურნირზე ზაზა ფაჩულიას U18-მა გუნდმა პირველი გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა კალათბურთელებმა "ოლიმპიაკოსი" 78:72 დაამარცხეს. ზაზას აკადემიის რიგებში საუკეთესო ლუკა ალავიძე იყო, რომელმაც ბერძნების წინააღმდეგ 21 ქულა, 7 გადაცემა, 9 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა. აღსანიშნავია, რომ "ოლიმპიაკოსის" წინააღმდეგ 10 მოხსნა ჰქონდა ვაჩე გეგეშიძეს. დაპირისპირება ძალიან დაძაბული გამოდგა და შეხვედრა თანაბრად მიმდინარეობდა. ბოლო მეოთხედის წინ ანგარიში 57:57 იყო, თუმცა ზაზა ფაჩულიას U18-მა გუნდმა გადამწყვეტ ეპიზოდში უპირატესობა მოიპოვა და ტურნირზე პირველად მოიგო კიდეც.  

სხვა სტატიები