Belive

ზუროსი: "გამარჯვება დავიმსახურეთ"

5 წლის წინ კალათბურთი
2 წთ
ისრაელისა და საქართველოს მატჩის შემდეგ რომელიც ჩვენი გამარჯვებით 85-80 დასრულდა პრესკონფერენცია შედგა, სადაც ჩვენი მხრიდან ილიას ზუროსმა და დუდა სანაძემ ხოლო ისრაელის მხრიდან მთავარმა მწვრთნელმა ოდედ კატაშმა და იოველ ზუსმანმა ისაუბრეს. დუდა სანაძე: მოხარული ვართ ამ გამარჯვებით. მთელი გუნდი ერთად ვმუშაობდით მთელი მატჩის მანძილზე და შედეგმაც არ დააყოვნა, კონცენტრაცია უკვე შემდეგ მატჩზე გვაქვს, სადაც საბერძნეთს დავუპირისპირდებით. ვიცოდით რომ ისრაელი ჩვენს მაღლებს (შენგელია, შერმადინი, ბითაძე) მაქსიმალურად შეზღუდავდა და ამიტომაც სამქულიანებზე გავაკეთეთ აქცენტი, საბედნიეროდ მეც და მეტ ჯენინგსაც წაგვივიდა ტყორცნები და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. ილიას ზუროსი: ვულოცავ ჩემს ბიჭებს, ისინი მთელი მატჩის მანძილზე იბრძოდნენ ძალიან კარგად გაწვრთნილი გუნდის წინააღმდეგ და გამარჯვებაც დაიმსახურეს. სამწუხაროდ  სანაკრებო მატჩებისთვის გამოყოფილი ფანჯრები არ გვაძლევს საშუალებას რომ მოთამაშეები ერთად დიდი ხანი იყვნენ და შეთამაშდნენ. მადლობა გულშემატკივარს კარგი ატმოსფეროსთვის, ჩვენი კი უკვე შემდეგ მატჩზე ვართ კონცენტრირებულნი. იოველ ზუსმანი: პირველი ტაიმი ჩავაგდეთ, თუმცა მეორე ნახევარში შესანიშნავი დაცვა ვითამაშეთ ძალიან კარგი გუნდის წინააღმდეგ, სამწუხაროდ ბოლო 5 წუთში ვეღარ ვკონცერტრირდით, მათ უკეთესი დაცვა ითამაშეს და დავმარცხდით. ოდედ კატაში: პირველ ტაიმში თამაშში კარგად ჩართვა ვერ მოვახერხეთ, საქართველომ კი რომელსაც მაღალი კლასის მოთამაშეები ყავს პერიმეტრიდან 60% სიზუსტით ესროლა, მომეწონა მეორე ტაიმი და ის თამაში რომელიც ვაჩვენეთ, მაგრამ ბოლო მეოთხედში ზოგიერთი მოთამაშე ძალიან დაიღალა, ამიტომაც დავმარცხდით.

სხვა სტატიები