Belive

ზუროსმა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

5 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო. ქართველები 21 თებერვალს საბერძნეთს ეწვევიან, 24-ში კი ესტონეთს ვუმასპინძლებთ. ჩვენს ნაკრებს უკანასკნელ 5 შეხვედრაში 4 გამარჯვება აქვს, თუმცა საერთო ბალანსი 5-5-ზეა. სწორედ ამიტომ, სერბებს ესტონეთთან და ისრაელთან თამაშებში მხოლოდ ერთი გამარჯვება სჭირდებათ. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა მომდევნო მატჩების გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. სამწუხაროდ, ტრავმების გამო გუნდს თორნიკე შენგელია და ნიკა დარბაიძე ვერ დაეხმარება.
20190218_220943

სხვა სტატიები