Belive

ზუსტად 1 წლის წინ - მსოფლიომ კობი ბრაიანტი დაკარგა

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
2020 წლის 26 იანვარს მსოფლიომ საშინელი ამბავი შეიტყო - კალათბურთის ლეგენდა კობი ბრაიანტი კალიფორნიაში შვეულმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა. გარდა კობისა, ავიაკატასტროფას 9 ადამიანი, მათ შორის კალათბურთელის 13 წლის შვილი, ჯიანა ბრაიანტი ემსხვერპლა. ცნობილია, რომ შვეულფრენი ნისლიან ამინდში დაფრინავდა, რის შემდეგაც ის კალაბასასის მთებში ჩამოვარდა და მაშინვე ცეცხლი გაუჩნდა. უამრავი ადამიანისთვის კობი ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელად ითვლება. "ლეიკერსის" ლეგენდამ 20 წლიან კარიერაში "ყველა ვარსკვლავის მატჩში" 18-ჯერ ითამაშა  და მოიგო 5 ბეჭედი. ბრაიანტს მეუღლე და 3 ქალიშვილი დარჩა: ბიანკა, ნატალია და კაპრი.  

სხვა სტატიები