სუტიესკას მწვრთნელი: “თბილისში დამაკმაყოფილებელი ანგარიშით ჩამოვედით, თუმცა გაგრა ძლიერი გუნდია”

უეფას კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრის წინ, რომელშიც საქართველოს თასის მოქმედი გამარჯვებული, “გაგრა” მონტენეგროს ვიცე-ჩემპიონ “სუტიესკას” უმასპინძლებს, სტუმარი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, მილია სავიჩმა პრესკონფერენცია გამართა და ქართველი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

“ქალაქის დათვალიერება სრულფასოვნად ვერ მოვასწარით, მაგრამ რაც ვნახეთ, ამან ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა. სტადიონი და ქალაქის არქიტექტურა მეტყველებს, რომ თქვენ ძალიან დიდი  და კარგი საფეხბურთო ისტორია გაქვთ და ამით კმაყოფილები დავრჩით.

მეტოქეზე პირველ მატჩამდეც გვქონდა ინფორმაცია, მაგრამ, პირველი შეხვედრის შემდეგ “გაგრა” კიდევ უფრო კარგად შევისწავლეთ. წინა მატჩის შედეგი და ანგარიში დამაკმაყოფილებელია, მაგრამ საწყენია, რომ სტუმრად გატანილი გოლის წესი გაუქმდა, ეს ხვალინდელ შეხვედრაში  უფრო მეტად შეგვიწყობდა ხელს. გოლის გაშვების რისკი დიდია და მატჩს ყურადღებით უნდა მივუდგეთ. 

“გაგრამ” პირველ მატჩში ძალიან ძლიერად ითამაშა და საკუთარი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინა. ჩვენ ჯერჯერობით ოპტიმალურ ფორმაში არ ვართ, რადგან ჩვენი ჩემპიონატი ამჟამად დასრულებულია, “გაგრა” კი ამ მხრივ ტონუსში იმყოფება.

ყველა ფეხბურთელი მწყობრშია, გარდა იმ მოთამაშისა, რომელიც პირველ შეხვედრაში შეცვლაზე შემოვიდა, თუმცა, შემდეგ ტრავმა მიიღო და მოედანი იძულებით დატოვა. სხვა ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელად და სათამაშოდ მზადაა.

იქამდე, ვიდრე “გაგრას” მოედანზე დავუპრისიპირდებოდით, სრულფასოვანი დასკვნის გაკეთება გაგვიჭირდა, რადგან ქართული და მონტენეგროული ფეხბურთი ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა მატჩის შემდეგ დავინახეთ, რომ “გაგრა” ძალიან ძლიერი გუნდია და საკუთარი ქვეყნის საერთაშორისო სარბიელზე წარმოდგენა კარგად შეუძლია“, – თქვა 42 წლის მონტენეგროელმა ჟურნალისტმა.

“გაგრა” – “სუტიესკას” მატჩი 15 ივლისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 20:00 საათზე დაიწყება.

 

სუტიესკას მწვრთნელი: “თბილისში დამაკმაყოფილებელი ანგარიშით ჩამოვედით, თუმცა გაგრა ძლიერი გუნდია”

სტატიის ავტორი
-