კონფერენს ლიგა: 1/4-ფინალური წყვილები ცნობილია

შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში ევროპის კონფერენს ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.

ტურნირის ამ ეტაპზე 2 ნიდერლანდური და თითო-თითო ფრანგული, ინგლისური, ბერძნული, იტალიური, ჩეხური და ნორვეგიული კლუბი მოხვდა.

საბოლოოდ, 1/4-ფინალური წყვილები შემდეგნაირად გადანაწილდა:

“ბოდო-გლიმტი” – “რომა”

“ფეიენოორდი” – “სლავია პრაღა”

“მარსელი” – “პაოკი”

“ლესტერ სიტი” – “პსვ”

მეოთხედფინალურ ეტაპზე გუნდები ერთმანეთს პირველად 7 აპრილს, ხოლო საპასუხო შეხვედრების ეგიდით 14 აპრილს დაუპირისპირდებიან.

რაც შეეხება ნახევარფინალს, რომლის პირველი მატჩებიც 28 აპრილს, ხოლო საპასუხო 5 მაისს გაიმართება, აქ გუნდები შემდეგნაირად გადანაწილდნენ.

“ლესტერ სიტი” – “პსვ-ს”და “ბოდო-გლიმტი” – “რომას” წყვილში გამარჯვებულები ერთმანეთს, ხოლო და “მარსელი” – “პაოკის”  და “ფეიენოორდი” – “სლავია პრაღას” წყვილის საუკეთესოები ერთმანეთს შეხვდებიან.

კონფერენს ლიგა: 1/4-ფინალური წყვილები ცნობილია

სტატიის ავტორი
-