მაკაბი ჰაიფა: ყველაფერი, რაც მეტოქის შესახებ უნდა ვიცოდეთ

22 ივლისს, დინამო თბილისი ახალ ტურნირში ჩაებმება. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი უეფას ახალ, რანგით მესამე საკლუბო ტურნირზე, კონფერენს ლიგაზე ჩაებმება და სადებიუტო და ამავე დროს ქართული ფეხბურთისთვის 2021 წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრას ჩაატარებს.

ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ახალ გათამაშებაში მონაწილეობას ისრაელის ჩემპიონ, “მაკაბი ჰაიფას” წინაღმდეგ მატჩით დაიწყებს. იქამდე, ვიდრე ხუთშაბათს, 20:00 საათზე “დინამო თბილისი” პირველ, საშინაო შეხვედრას დაიწყებს, შევეცდებით ქართული კლუბის მომავალი მეტოქე უკეთ გაგაცნოთ.

შეიძლება იყოს 11 ადამიანი და მდგომარე ადამიანები-(ი)ს გამოსახულება

პროფილი

დაარსება: 1913 წელს, 108 წლის წინ

ზედმეტსახელი: “მწვანეები”, “მწვანე ლოკომოტივი”, ” მწვანე მაიმუნები”

საშინაო არენა: სამი ოფერ არენა (ჰაიფა)

ტევადობა: 30 780

მფლობელი და პრეზიდენტი: იაკოვი შაჰარი

მმართველი: ასაფ ბენ დოვი

მთავარი მწვრთნელი: ბარაკ ბახარი

კაპიტანი: ნეტა ლავი

ლიგა: ისრაელის პრემიერ ლიგა

ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება: “მაკაბი ჰაიფა” – “თელ ავივის მაკაბი”, 1988

ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხი: “მაკაბი ჰაიფა” – “ბეითარ თელ ავივი” 1:12, 1942

ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი: იანივ კატავი (94)

ყველაზე მეტი მატჩი კლუბში: იანივ კატავი (556)

ტიტულები

ისრაელის ჩემპიონი: 13

ისრაელის სახელმწიფო თასის მფლობელი: 6

ტოტოს თასი: 4

ისრაელის სუპერთასის მფლობელი: 3

Maccabi Haifa: Things to Know About Tottenham's Europa League Opponents

ისტორია

ისრაელის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი მე-20 საუკუნის გარიჟრაჟზე დაარსდა და ას წელიწადზე მეტი ხნის ისტორიას ითვლის.

ქალაქ ჰაიფაში ჩამოყალიბებული კლუბი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით სიდიდით მეორე სტადიონზე თამაშობს, ქვეყნის ჩემპიონი 13-ჯერ გახდა და ყველაზე ტიტულოვანი კლუბების ოთხეულში შედის. 6 თასის და ოთხი ტოტო თასის მფლობელი კლუბი პირველია თავის ქვეყანაში, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპამდე მიაღწია. მათ ასევე მოახერხეს და ერთ სეზონში როგორც სახელმწიფო თასი, ისე ქვეყნის ჩემპიონატი მოიგეს და დუბლის შესრულება შეძლეს.

დაარსებიდან 10 წლის განმავლობაში, კლუბ ოფიციალურ ტურნირებში არ მონაწილეობდა და მხოლოდ ამხანაგური შეხვედრებით შემოიფარგლებოდა, ასევე იგი წლების განმავლობაში, თანაქალაქური “ჰაპოელ ჰაიფას” ჩრდილში იმყოფებოდა, აღმავლობის გზაზე დადგომის ხანა კი 1940-იანი წლებიდან იწყება. 1942 წელს კლუბი ქვეყნის თასის ფინალში გავიდა, მაგრამ “ბეითარ თელ ავივთან” – 1:12 განადგურდა.

საუკუნის ბოლომდე “მაკაბი ჰაიფა” პატარა, მებრძოლ კლუბად მიიჩნეოდა, რომელმაც თავისი არსებობის ისტორიაში უმეტესი ნაწილი რანგით უმაღლეს ლიგაში ადგილის მოპოვებისთვის ბრძოლაში გაატარა, თუმცა ამ პერიოდშიც იყო გამონათებები. მაგალითად, 1962 წელს, როცა კლუბმა ისტორიაში პირველად მოახერხა ტიტულის მოგება, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ქვეყნის თასის ფინალში “თელ ავივის მაკაბი” – 5:2 დაამარცხა. მომდევნო წელს კლუბს ტიტულის დაცვის კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა ფინალში გამართული დერბი “ჰაპოელ ჰაიფასთან” – 0:1 წააგო.

1980-იანი წლები კლუბის ისტორიაში პირველ ოქროს ხანად მიიჩნევა, როცა “მაკაბი ჰაიფამ” ისრაელის ჩემპიონობა (1983/84, 1984/85 და 1988/89 წლების სეზონებში) სამჯერ იზეიმა.

1990 წელს მაკაბი ჰაიფამ ისრაელში დომინანტ კლუბად ჩამოყალიბდა. ამას საფუძველი მეტწილად 1990/91 წლების სეზონში დუბლის, ანუ ქვეყნის ჩემპიონობისა და თასის მოგებამ ჩაუყარა.

1992 წელს, “მაკაბი ჰაიფაიაკაკოვ შაჰარმა შეიძინა, რომელიც კლუბის მფლობელი და პრეზიდენტი გახდა. შაჰარის მმართველობით, მაკაბი ჰაიფა ფინანსური სტაბილურობით და პროფესიული მუშაობის წესებით  ევროპული საფეხბურთო კლუბების სტანდარტებს გაუთანაბრდა.

1993/94 წლების სეზონი “მაკაბი ჰაიფას” ისტორიაში საუკეთესოდ მიიჩნევა, გარდა იმისა, რომ კლუბმა ქვეყნის თასის კიდევ ერთხელ მოგება მოახერხა, მათ შეძლეს და უეფას თასების მფლობელთა თასზე წარმატებით გამოვიდნენ. მოსკოვის “ტორპედოსა” და იტალიურ “პარმასთან” გამარჯვებების შემდეგ, ისრაელის წარმომადგენელმა კლუბმა ტურნირზე გამოსვლა მერვედფინალში, პენალტების სერიაში მარცხის შემდეგ დაასრულა. ამ სეზონში “მაკაბი ჰაიფას” 48-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა და თავისი ქვეყნის საფეხბურთო ჩემპიონატის არაერთი რეკორდი დაამყარა. ისრაელში მიიჩნევენ, რომ იმ პერიოდის “მაკაბი ჰაიფა” ქვეყნის საფეხბურთო ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფორმაციის გუნდი გახლდათ.

კიდევ ერთი გამორჩეული პერიოდი “მაკაბი ჰაიფას” ისტორიაში 2000-იანი წლების საწყის წლებს უკავშირდება, როცა გუნდს ამ ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი, ავრაამ გრანტი ხელმძღვანელობდა. ლონდონის “ჩელსიში”  და ისრაელის ნაკრებში წასვლამდე, თელ ავივის “მაკაბის” ყოფილი თავკაცი, სწორედ “დინამო თბილისის” მომავალ მეტოქეს ხელმძღვანელობდა, რომელთან ერთადაც ზედიზედ ორჯერ ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და პირველ სეზონში, ისეთი ვარსკვლავის, იუსი ბენაიუნის მონაწილეობით, ისრაელის ჩემპიონატის ისტორიაში არაერთი ლეგენდარული გოლი შექმნა.

2002 წელს, “ჰაიფამ” ისრაელის საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში შეიტანა იმ პირველი გუნდის სტატუსი მოირგო, რომელმაც უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზური მოიპოვა. ჯგუფურ ეტაპზე გუნდმა დაამარცხა “ოლიმპიაკოსი” და “მანჩესტერ იუნაიტედი”, 7 ქულა დააგროვა, 12 გოლი გაიტანა, მესამე ადგილზე გავიდა და უეფას თასის გათამაშებაში გადაინაცვლა.

ბოლო წლების განმავლობაში, ისრაელში ჩემპიონობისთვის ბრძოლა გაცილებით დაიძაბა, და “მაკაბი ჰაიფამ” ტიტულის მოპოვება 10 წლის განმავლობაში ვერ შეძლო. ამ პერიოდში გუნდი სამჯერ გავიდა მესამე ადგილზე, 2021 წელს კი ნანატრი ჩემპიონის ტიტული დაიბრუნა და და ტრიუმფი ისტორიაში მეცამეტედ იზეიმა.

რაც შეეხება ევროსარბიელს, ბოლო ათწლეულში გუნდმა ევროპული ტურნირების ჯგუფური ეტაპის ბარიერი ორჯერ, 2012/13 და 2013/14 წლების სეზონში (ევროპის ლიგა) მოიპოვა, იქამდე კი, 2009/10 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა, სადაც მიუნხენის “ბაიერნთან”, ტურინის “იუვენტუსთან” და “ბორდოსთან” ჩატარებული ევქსივე შეხვედრა წააგო. 2014-დან 2017 წლამდე გუნდს საშინაო ჩემპიონატში საპრიზო ადგილების და ტიტულის მოპოვება უჭირდა და ევროსარბიელსაც ჩამოცილებული იყო, 2017-დან 2020 წლამდე კი საკვალიფიკაციო ეტაპებზეც მხოლოდ 1 ან 2 რაუნდის გადალახვას ახერხებდა. ჯგუფში შესვლა მეშვიდე წელიწადია “მაკაბი ჰაიფასთან” უჭირდა, ამასთან ყველაზე ახლოს კი წინა სეზონში იყო, როცა ევროპის ლიგის პლეი-ოფამდე მივიდა და იქ “ტოტენჰემთან” ორი მატჩის ჯამში – 7:2 დამარცხდა.

Camoranesi sinks Maccabi - Eurosport

2009 წელი, ვლადიმერ დვალიშვილი მაკაბის მაისურით ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, ტურინის იუვენტუსის წინააღმდეგ

შემადგენლობა

“მაკაბი ჰაიფას” ბირთვი უმეტესწილად სწორედ ისრაელის მოქალაქე ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, თუმცა გუნდში რამდენიმე, თანაც საკმაოდ ხარისხიანი ფეხბურთელიც ირიცხება, მაგალითად, მადრიდის “რეალის” აკადემიის აღზრდილი და ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრების ყოფილი ნახევრამცველი, ხოსე როდრიგესი, ასევე ამერიკელი მეკარე იოშ კოენი, სერბი მცველი, ბოგდან პლანიჩი და სხვები.

ჩვენს მეტოქეს ძალიან ახალგაზრდული გუნდი ჰყავს. აქ მხოლოდ სამია ისეთი ფეხბურთელი, რომელიც 30 წელიწადზე უფრო დიდი ასაკისაა, ხოლო 46-კაციან შემადგენლობაში 30 მოთამაშის ასაკი 24 წელს არ აღემატება.

მკაკაბი ჰაიფას“ შემადგენლობაში ოთხი ისეთი ფეხბურთელი თამაშობს, რომელთა სატრანსფერო ღირებულებაც სულ მცირე 1 მილიონი ევროა. ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი „მაკაბი ჰაიფას“ შემადგენლობაში გუნდის კაპიტანი, ნეტ ლავია, რომელსაც Transfermarkt-ი 1.6 მილიონ ევროდ აფასებს. საინტერესოა, რომ იგი მთელი კარიერის განმავლობაში სწორედ „მაკაბი ჰაიფას“ მაისურს ირგებს, 2015 წლიდან კი მთავარი გუნდის შემადგენლობაში ირიცხება. მთლიანად, „მაკაბი ჰაიფას“ ღირებულება 18.15 მილიონი ევროა.

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

მწვრთნელი

„მაკაბი ჰაიფას“ 41 წლის სპეციალისტი, ბარაქ ბახარი წვრთნის, რომელმაც გუნდთან ერთად ერთი სრულგფასოვანი სეზონი უკვე ჩაატარა და მეორეს იწყებს.

ასაკის მიუხედავად, ახალგაზრდა სპეციალისტს უკვე საკმაოდ დიდი გამოცდილება დაუგროვდა. მისი პირველი კლუბი შმონასკაირათი“ გახლდათ, რომელშიც იგი 2011-12 წლებში მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა, შემდეგი სამი წლის განმავლობაში კი გუნდს უშუალოდ ხელმძღვანელობდა და ქვეყნის თასის მოგებაც მოახერხა (2014 წელს). 2015-20 წლებში ბახარს „ჰაპოელ ბერ შევას“ მთავარი მწვრთნელის პოსტი ეკავა და თითქმის 5 წელიწადში გუნდს 218-ჯერ უხელმძღვანელა. ამ პერიოდში მან ქვეყნის ჩემპიონობის მოგება სამჯერ მოახერხა და გუნდი ორჯერ ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა.

ჩვენს მომავალ მეტოქეს ბარაკ ბახარი ფეხბურთში ნახევარწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნების მერე, ანუ 2020 წლის 8 ივლისიდან წვრთნის და გუნდმა მისი ხელმძღვანელობით 46-ჯერ ითამაშა, 30 შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა, 8-ში ფრე ითამაშა და 8-ში დამარცხდა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბახარის ხელმძღვანელობით, „მაკაბი ჰაიფამ“ 10-წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონობის მოპოვება მოახერხა.

Hapoel Beer-Sheva v Lugano background | UEFA Europa League | UEFA.com

ურთიერთშეხვედრები

„დინამო თბილისი“ დამოუკიდებლობის პერიოდში არც „მაკაბი ჰაიფას“ და არც ისრაელის წარმომადგენელ გუნდს არ შეხვედრია, თუმცა, ქართულ-ისრაელური დაპირისპირებები ევროსარბიელზე სამჯერ შედგა.

პირველად ამ ორი ქვეყნის გუნდების გზები 2000/01 წლების სეზონში გადაიკვეთა, როცა „ვიტ ჯორჯიამ“ „ბეითარ იერუსალიმთან“ ორმატჩიან დუელში – 1:4 დამარცხდა. ამ კლუბთან რევანშის აღება საჩხერის „ჩიურამ“ 2019 წელს მოახერხა, როცა სოსო ფრუიძის გაწვრთნილმა გუნდმა საქართველოში უგოლო ფრე ითამაშა, სტუმრად კი – 2:1 იმარჯვა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. მესამე და ამ დრომდე საბოლოო დაპირისპირება „დინამო ბათუმსა“ და „ჰაპოელ ბერ შევას“ შორის სულ რაღაც წინა სეზონში შედგა და კორონავირუსის პანდემიის გამო გამართული მხოლოდ ერთი შეხვედრა ქართულმა გუნდმა სტუმრად – 0:3 დათმო.

ევროპალიგა. 'ბეითარი' 1:2 'ჩიხურა' - ნამუსი ისევ ჩიხურამ მოგვწმინდა [VIDEO]  | Lelo.Ge

2018 წელი, იერუსალიმი, საჩხერის ჩიხურამ ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბეითარი დაამარცხა

მეტოქის სათამაშო ფორმა

  • „მაკაბი ჰაიფას“ ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 9 მატჩიდან მხოლოდ 3 აქვს მოგებული.
  • უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „მაკაბი ჰაიფამ“ პირველი შეხვედრა ალმაატისკაირატთან“ ფრედ – 1:1 დაასრულა, საპასუხო მატჩში კი – 0:2 დამარცხდა.
  • ყველა ტურნირის გათვალისწინებით, „მაკაბი ჰაიფას“ ბოლო 9 მატჩიდან სამში 2-ზე მეტი გოლი არ გასულა.
  • „მაკაბი ჰაიფას“ მიერ ყველა ტურნირზე გამართული ბოლო 10 შეხვედრიდან 7-ში გოლის გატანა ორივე გუნდმა მოახერხა.
  • მეტოქის მოედანზე „მაკაბი ჰაიფა“ ბოლო პერიოდში არც ისე დამაჯერებელია. გუნდმა სტუმრად ყველა ტურნირზე გამართული ბოლო 5 შეხვედრიდან მხოლოდ 1 მოიგო და 4-ში ფრე ითამაშა, ხუთივეჯერ კი კარის მშრალად შენახვა ვერ მოახერხა.

ქართველები მაკაბი ჰაიფაში

„მაკაბი ჰაიფასთან“ სამი ქართველი ასოცირდება, ორი მათგანი ფეხბურთელი, ერთი კი მწვრთნელი გახლდათ. ლადო დვალიშვილი და გოგა გახოკიძე „მაკაბის“ მაისურს შესაბამისად, 2009-12 და 1999-2000 წლებში ირგებდა, ხოლო 2008-11 წლებში, გიორგი დარასელია მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გახლდათ.

დვალიშვილისა და დარასელიას პერიოდში გუნდს განსაკუთრებული წარმატების ხანა ედგა. მათ ერთად ჩემპიონობაც იზეიმეს და გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც ითამაშეს, რაზეც ზეთ უკვე ვისაუბრეთ. დვალიშვილმა გუნდში 103 შეხვედრა ჩაატარა, 48 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა. აღსანიშნავია ისიც, რომ ევროსარბიელზე გატანილი გოლების რაოდენობით (11) დვალიშვილი კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირთა შორის მესამე ადგილს იკავებს, მასზე წინ 15 გოლით მხოლოდ ორი ადგილობრივი ფეხბურთელია, ერთ-ერთ მათგანს კი კლუბის ისტორიაში ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული.

ლადო დვალიშვილი: სამედიცინო შემოწმება და 2,5-წლიანი "პოლონიასთან"

მეტოქის მატჩისწინა კომენტარი

ბარაკ ბახარი – „მაკაბი ჰაიფას“ მთავარი მწვრთნელი: „ვაანალიზებთ მარცხს ჩემპიონთა ლიგაზე და გვაქვს იმედი, რომ კონფერენს ლიგაზე დანაკლისს ავინაზღაურებთ და წარმატებით გამოსვლას შევძლებთ.

ვიცით, რომ “დინამო თბილისი” არის ძალიან დიდი ისტორიის მქონე კლუბი, საკმაოდ მდიდარი საერთაშორისო გამოცდილებით. მეტოქეს პატივს ვცემთ, თუმცა ჩვენი მიზანი გამარჯვება იქნება.

რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი გამარჯვებაა, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე მარცხმა ჩვენს გუნდს გარკვეული დაღი დაასვა. ახლა ჭრილობების მოშუშების პროცესში ვართ და შევეცდებით, რომ კონფერენს ლიგაზე წარმატებულად გამოვიდეთ.

ლადო დვალიშვილის და გიორგი დარასელიას “მაკაბი ჰაიფაში” მოღვაწეობის პერიოდი ძალიან წარმატებული იყო და ჩვენც შევეცდებით, რომ იმდროინდელი წარმატებული გამოსვლა გავაგრძელოთ და დიდი გამარჯვებები ვიზეიმოთ“.

(150)

მაკაბი ჰაიფა: ყველაფერი, რაც მეტოქის შესახებ უნდა ვიცოდეთ

სტატიის ავტორი
-