მაკაბი ჰაიფას მწვრთნელი: “ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი მარცხის რეაბილიტაციას დინამოსთან გამარჯვებით შევეცდებით”

უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, “დინამო თბილისთან” დაპირისპირების წინ, “მაკაბი ჰაიფას” მთავარმა მწვრთნელმა, ბარაკ ბახარმა პრესკონფერენცია გამართა და ქართველი და ისრაელის წარმომადგენელი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

“ვაანალიზებთ მარცხს ჩემპიონთა ლიგაზე და გვაქვს იმედი, რომ კონფერენს ლიგაზე დანაკლისს ავინაზღაურებთ და წარმატებით გამოსვლას შევძლებთ.

ვიცით, რომ “დინამო თბილისი” არის ძალიან დიდი ისტორიის მქონე კლუბი, საკმაოდ მდიდარი საერთაშორისო გამოცდილებით. მეტოქეს პატივს ვცემთ, თუმცა ჩვენი მიზანი გამარჯვება იქნება.

რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი გამარჯვებაა, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე მარცხმა ჩვენს გუნდს გარკვეული დაღი დაასვა. ახლა ჭრილობების მოშუშების პროცესში ვართ და შევეცდებით, რომ კონფერენს ლიგაზე წარმატებულად გამოვიდეთ.

ლადო დვალიშვილის და გიორგი დარასელიას “მაკაბი ჰაიფაში” მოღვაწეობის პერიოდი ძალიან წარმატებული იყო და ჩვენც შევეცდებით, რომ იმდროინდელი წარმატებული გამოსვლა გავაგრძელოთ და დიდი გამარჯვებები ვიზეიმოთ.“, – თქვა 41 წლის სპეციალისტმა.

“დინამო თბილისისა” და “მაკაბი ჰაიფას” დაპირისპირება 22 ივლისს, “დინამო არენაზე” გაიმართება. მატჩი 20:30 საათზე დაიწყება.

(88)

მაკაბი ჰაიფას მწვრთნელი: “ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი მარცხის რეაბილიტაციას დინამოსთან გამარჯვებით შევეცდებით”

სტატიის ავტორი
-