საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციაში შემავალმა კომპანიებმა ჯამში 1.000.000 ლარი გამოყვეს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისათვის

Covid 19-ის გავრცელებასთან დაკავშირებული მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ (რომელშიც ერთიანდებიან შემდეგი კომპანიები: აჭარაბეთი, ევროპაბეთი, ლიდერბეთი, კრისტალბეთი, ბეთლაივი და კროკობეთი) კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მიიღო გადაწყვეტილება და სრულად გადავიდა დისტანციურ მუშაობაზე. ასევე პრევენციის მიზნით, ყველა არსებული მიწის კაზინოების, ტოტალიზატორებისა და სლოტ კლუბების ფუნქციონირება შეაჩერა.
გარდა ამისა, სათამაშო ბიზნესის ასოციაციაში შემავალმა კომპანიებმა მიიღეს ერთობლივი გადაწყვეტილება და გამოყვეს ჯამში 1.000.000 ლარის მოცულობის ფინანსური რესურსი, რათა კიდევ უფრო ეფექტურად იქნას გატარებული ყველა საჭირო ზომა საქართველოში კორონა ვირუსის (Covid19) წინააღმდეგ.
„სრულად ვიზიარებთ სოციალურ პასუხისმგებლობას და გადავდივართ დისტანციურ მუშაობაზე. ვითვალისწინებთ ყველა იმ რეკომენდაციას, რაც გასცა შესაბამისმა უწყებამ ადამიანების უსაფრთხოების დაცვის მიზნით და დროებით დაიხურა: მიწის კაზინოები, ტოტალიზატორები და სლოტ კლუბები.
მიგვაჩნია, რომ ასეთ დროს გაერთიანება და სახელმწიფოს დახმარება აუცილებელია, სწორედ ამიტომ გამოიყო 1.000.000 ლარის მოცულობის ფინანსური რესურსი, რომელიც მოხმარდება ვირუსის წინააღმდეგ პრევენციული ზომების მიღებას.
მნიშვნელოვანია, თუ აღნიშნული გადაწყვეტილება იქნება მოტივაცია სხვა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, რადგან გვჯერა, რომ ერთობლივი ძალებით – ყველაფერი შესაძლებელია“.
აღნიშნული თანხა მიემართება, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და ბიზნესის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

(3191)

საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციაში შემავალმა კომპანიებმა ჯამში 1.000.000 ლარი გამოყვეს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისათვის

| Never chek this, 7 კაცა, ATP/WTA, NBA, PRO 12, TOP 14, ავსტრალიის ღია პირველობა, ამერიკის ღია პირველობა, ბუნდესლიგა, დიდი 10, დიდი სლემი, ევროლიგა, ევროპა ლიგა, ევროპის ჩემპიონატი, ერთა თასი, ექვსი ერი, ვიდეო მიმოხილვები, ზე რაგბი, კალათბურთი, კოპა ამერიკა, ლა ლიგა, ლიგა 1, მსოფლიო ჩემპიონატი, მსოფლიო ჩემპიონატი, ოთხი ერი, პრემიერლიგა, რაგბი, როლან გაროსი, საბრძოლო ხელოვნება, საკლუბო ტურნირები, საკლუბო ტურნირები, სანაკრებო თამაშები, სანაკრებო ტურნირები, სანაკრებო ტურნირები, საქართველოს ჩემპიონატი, სერია ა, სუმო, სხვა, სხვა, სხვა, სხვა, სხვა, ტესტ მატჩები, უიმბლდონი, ფეხბურთი, ქართული სპორტი, ჩემპიონატები, ჩემპიონატები, ჩემპიონატები, ჩემპიონთა ლიგა, ჩოგბურთი, ძიუდო, ჭიდაობა |
სტატიის ავტორი
-