სერია A-ს ოფიციალური დასტური: ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის ფეხბურთელია
საქართველოს ნაკრების შემტევი ხვიჩა კვარაცხელია იტალიური “ნაპოლის” ფეხბურთელი ოფიციალურად გახდა. 1 ივლისს 21 წლის ქართველი ნეაპოლში უნდა ჩავიდეს და გუნდს შეუერთდეს, უახლოეს პერიოდში კი მისი წარდგენის ოფიციალური ნაწილიც უნდა შესრულდეს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ “დინამო ბათუმის” ყოფილი ფეხბურთელის შესახებ იტალიის ჩემპიონატის ოფიციალური ვებ-გვერდიც წერს. სერია A-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე შესვლისას უახლესი ტრანსფერების ჩამონათვალში სწორედ ხვიჩა კვარაცხელიას სახელი და […]
ილიას ზუროსი: “ენერგია, დაცვა, კონცენტრაცია – ეს არის თამაში, რომელიც უნდა მოვიგოთ” | VIDEO
2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩებში, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები უკრაინასა და ესპანეთს დაუპირისპირდება. უკრაინისა და საქართველოს საკალათბურთო მატჩი 1 ივლისს, რიგაში გაიმართება – ხოლო საქართველოსა და ესპანეთის დაპირისპირება 4 ივლისს, თბილისში შედგება. უკრაინასთან გასამართი მატჩის წინ, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის Facebook გვერდზე ვიდეო განთავსდა, რომელშიც ილიას ზუროსი ქართველ კალათბურთელებს მიმართავს.
ოფიციალურად: დავით ნინიაშვილმა ლიონთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, დავით ნინიაშვილმა “ლიონთან” კონტრაქტი 3 წლით გაახანგრძლივა. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ამომავალმა ვარსკვლავმა “ლიონის” კვართი გასულ წელს მოირგო და მალევე გუნდის ერთ-ერთ გამორჩეულ მორაგბედ ჩამოყალიბდა. შესაბამისად, სარაგბო კლუბის ხელმძღვანელებმა ქართველ ფრთას კონტრაქტი 2025 წლამდე გაუხანგრძლივეს. ნინიაშვილმა “ლიონის” შემადგენლობაში თავის გამოჩენა, როგორც ტოპ 14-ის, ასევე ევროპის “ჩელენჯ ქაფის” ეგიდით გამართულ მატჩებში შეძლო. […]
საქართველოს ნაკრებმა უკრაინასთან მატჩამდე რიგაში ივარჯიშა
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩს 1 ივლისს, რიგაში “რიგა არენაზე”, უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. რიგის ოლიმპიურ ცენტრ Rimi-ში ილიას ზუროსის გუნდმა მატჩისწინა ვარჯიში ჩაატარა და აქცენტი კომბინაციების დამუშავებაზე გააკეთა. მათ როგორც ცალ ფარში, ისე პარკეტის მთელ დისტანციაზე ივარჯიშეს და უკრაინასთან შეხვედრისთვის სრულფასოვნად მოემზადნენ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ნაკრების ის წევრები, რომლებსაც ტრავმა ჰქონდათ, პარკეტს […]
უკვე მესამედ – ერნესტო ვალვერდემ ბილბაოს ატლეტიკი ჩაიბარა
2.5 წლიანი შესვენების შემდეგ, ერნესტო ვალვერდე ფეხბურთს დაუბრუნდა – “ბარსელონას” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ბილბაოს “ატლეტიკი” კარიერაში მესამედ ჩაიბარა. ვალვერდე “ატლეტიკს” 2003-2005 და 2013-17 წლებში წვრთნიდა. ამ პერიოდში, გუნდმა 306 შეხვედრა გამართა, რაც რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს. მისი ხელმძღვანელობით, “ატლეტიკმა” 31-წლიანი უტიტულო სერია 2015 წელს, ესპანეთის სუპერთასის გამარჯვებით დაასრულა. აღსანიშნავია ისიც, რომ ვალვერდე ერთ დროს ბილბაოში ფეხბურთს […]
კონტრაქტი კოლოსალური ანაზღაურებით – დენვერი და იოკიჩი რეკორდულ გარიგებაზე შეთანხმდნენ
ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, “დენვერ ნაგეტსმა” და ნიკოლა იოკიჩმა კონტრაქტის 5 წლით გახანგრძლივების თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. განახლებული კონტრაქტის თანახმად, იოკიჩი 5 წლის განმავლობაში, $264 მილიონს მიიღებს, რაც ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ყველა დროის რეკორდია. სერბმა ცენტრმა მოლაპარაკებების დაწყების საწყის ეტაპზევე განაცახადა, რომ კონტრაქტის გახანგრძლივებას ხელს სიამოვნებით მოაწერს, რადგან “დენვერში” თავს შესანიშნავად გრძნობს, იდეალური ურთიერთობა აქვს […]
adidas-მა Tomorrowland-ის კოლექცია გამოუშვა
მუსიკისა და ფეხბურთის კავშირი ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო და გამორჩეული რამაა და ეს adidas-ში ძალიან კარგად იციან. სპორტული ფეხსახმელების, ტანსაცმლისა და სხვადასხვა აქსესუარის მწარმოებელმა გერმანულმა კომპანიამ Tomorrowland-ის კოლექციაზე იმუშავა და შესანიშნავი შედეგიც მიიღო. Tomorrowland მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ელექტრონული მუსიკის ფესტივალია, რომელიც 15-30 ივლისს ბელგიაში ტარდება. adidas-ის ახალი კოლექციის წარმდგენები ბელგიის ეროვნული ნაკრების ვარკსვლავები, კევინ დე […]
უეფას კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე 6 დღით ადრე, ევროტურნირებზე საქართველოს წარმომადგენელ ერთ-ერთ კლუბს, გორის “დილას” საკადრო პრობლემა შეექმნა. საქმე ისაა, რომ გუნდი ერთ-ერთმა ლიდერმა და ეროვნულ ლიგაში გორელთა მიმდინარე სეზონის საუკეთესო ბომბარდირმა, ვაგნერ გონსალვეშმა დატოვა. 26 წლის ბრაზილიელმა შემტევმა, რომელიც წარსულში “საბურთალოსა” და “დინამო ბათუმის” რიგებშიც თამაშობდა, გუნდი კონტრაქტის პირობების დარღვევით დატოვა. უფრო კონკრეტულად, […]
ბელგიელმა კალათბურთელმა კურიოზული ბურთი ჩააგდო | VIDEO
15 გადარჩენილი სიცოცხლე, ბავშვობის ოცნება და მეთევზეობა – როგორია ფაბიო კოენტრაოს ახალი ცხოვრება ფეხბურთის შემდეგ
ფაბიო კოენტრაო მადრიდის “რეალის” ისტორიაში საუკეთესო მცველი ნამდვილად არ ყოფილა და არც მსოფლიო ფეხბურთის მეხსიერებაში რჩეული უკანახაზელების რიგები დაუმშვენებია, თუმცა “სამეფო კლუბისთვის” წლების განმავლობაში საჭირო ფიგურა გახლდათ და წარმატებული კარიერით, სტაბილურობითა და უხვი რაოდენობის უპრესტიჟულესი ტიტულებითაც ნამდვილად დაიკვეხნის. მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე ტიტულოვან კლუბში გატარებული 7 წლის, ორჯერ ჩემპიონთა ლიგის, ამდენივე ევროპის სუპერ თასისა და 3 მსოფლიოს […]
MMA Junkie Youtube-ზე გიგა ჭიკაძის ინტერვიუს ავრცელებს. ქართველი მებრძოლი რამდენიმე საინტერესო საკითხს შეეხო. გიგამ “კორეელ ზომბზეც” ისაუბრა და ამბობს, რომ მასთან ბრძოლას არ გამორიცხავს. დიდი ხანია უკვე, ქართველსა და კორეელს შორის სოციალურ ქსელში დაპირისპირება მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც გიგა კელვინ კატართან დამარცხდა, აზიელმა მას მარტივი მეტოქე უწოდა. აუცილებელია ითქვას, რომ ჩან სუნგ იუნგმაც დათმო მისი […]
ბექჰემის შვილი მამისგან დამოუკიდებელი შემოსავლებით მილიონერი გახდა
რომეო ჯეიმს ბექჰემი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფეხბურთო “ბრენდის” დევიდ ბექჰემის ოთხ შვილს შორის ასაკით მესამეა, თუმცა ამავე დროს ყველაზე მდიდარი და საინტერესოა, რომ მან ეს არა თუ მისი კიდევ უფრო მდიდარი და წარმატებული მამის დახმარებით, არამედ დამოუკიდებლად, Puma-სთან გრძელვადიანი სპონსორობის ხელშეკრულების მეშვეობით მოახერხა. 19 წლის ინგლისელი ამჟამად “ინტერ მაიამი 2-ში”თამაშობს, იმ კლუბის სტრუქტურაში, რომელიც […]