Belive

10 ფეხბურთელი, რომელმაც უკიდურეს სიღარიბეს თავი დააღწია

1 წლის წინ სხვა
7 წთ
ფეხბურთი ყველაზე დემოკრატიული სპორტია, მისი თამაში ყველას შეუძლია. ზოგი მდიდარ ოჯახში იბადება, ზოგიც ღარიბ ოჯახში, მაგრამ, ფეხბურთის წყალობით ადამიანები ცვლიან საკუთარ ცხოვრებას და სიღარიბესაც ამარცხებენ. დღეს გაგაცნობთ 10 საუკეთესო ფეხბურთელს, რომლებიც ღარიბ ოჯახებში დაიბადნენ.

10. რაჰიმ სტერლინგი

  რაჰიმი იამაიკაში დაიბადა, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ ოჯახთან ერთად ინგლისში გადავიდა საცხოვრებლად. მის ოჯახს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ ჰქონდა და გაუსაძლის პირობებში უწევდა  ცხოვრება. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფეხბურთმა გადაარჩინა სტერლინგი. რაჰიმმა პირველი ნაბიჯები ფეხბურთში "ვესტ ჰემის" აკადემიაში გადადგა, შემდეგ გადავიდა "ლივერპულში". მერსისაიდულ კლუბში რაჰიმი ვარსკვლავი გახდა, თუმცა, გარკვეული პერიოდის შემდეგ "მანჩესტერ სიტიში" გადავიდა. ახლა ფეხბურთელი პრემიერ ლიგის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეა და ფინანსური პრობლემებიც  აღარ აქვს.

9. რობინიო

  რობინიო ქალაქ სან ვისენტეს ღარიბ უბანში დაიბადა. ახალგაზრდობის ასაკს ბევრს უყვარს თავისი ცხოვრების დანაშაულთან და ნარკოტიკებთან დაკავშირება. რობინიოს შემთხვევაში ფეხბურთი აღმოჩნდა მხსნელი ამ სიტუაციიდან. რობინიოს ოჯახი ძალიან ღარიბულად ცხოვრობდა და ფეხბურთელს კვების პრობლემები ჰქონდა. იმის გამო, რომ რობინიო იშვიათად ჭამდა, ფიზიკური პრობლემები ჰქონდა. ერთ-ერთ ტურნირზე რობინიომ თავი კარგად გამოიჩინა და პელემ ის შენიშნა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მისი კარიერული წინსვლა. რობინიოს მეორე პელეს ეძახდნენ, თუმცა მან ვერ შეძლო თავისი პოტენციალის რეალიზება. ბრაზილიელი ფეხბურთელი ძალიან ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი იყო.

8. ანხელ დი მარია

  ანხელ დი მარია არგენტინის ერთ-ერთ უდიდეს  ქალაქში როსარიოში დაიბადა. ზემოთხსენებულთა მსგავსად, მის ოჯახსაც ფინანსური პრობლემები ჰქონდა. მშობლები ნახშირის მაღაროში მუშაობდნენ და ანაზღაურება ძალიან დაბალი ჰქონდათ. რობინიოს მსგავსად, დი მარიაც ცუდად ჭამდა, ამიტომ ძალიან გამხდარი იყო. ანხელმა საფეხბურთო კარიერა როსარიოს ადგილობრივ კლუბში დაიწყო. ევროპაში გადასვლისას არგენტინელი საკმაოდ ახალგაზრდა იყო. როცა 19 წლის ანხელმა პირველი ხელფასი აიღო მშობლებს სახლი უყიდა და  მძიმე სამუშაოს  თავი დაანებეს.

7. რობერტო კარლოსი

  რობერტოც ღარიბ ოჯახში დაიბადა. მის მშობლებს დიდი ფინანსური პრობლემები ჰქონდათ რის გამოც,  კარლოსმა 12 წლის ასაკში დაიწყო მუშაობა. ფეხბურთელი ქარხანაში მუშაობდა და ამავდროულად, სხვა მუშებთან ერთად, ფეხბურთსაც თამაშობდა. ერთ-ერთ მატჩზე ქალაქის კლუბის სკაუტებმა შენიშნეს პატარა რობერტო. მან ეს არაჩვეულებრივი შანსი ხელიდან არ გაუშვა და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდად იქცა. რომ არა ფეხბურთი, დიდი ალბათობით, კარლოსი ქარხანაში მუშად დარჩებოდა.

6. ლუის სუარესი

  ლუის სუარესი  მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. 12 წლის ასაკში ლუისი  მამამ  მიატოვა, დედა კი 7 შვილით შემოსავლის გარეშე დარჩა. სუარესის დედამ დამლაგებლად დაიწყო მუშაობა და ძალიან ცოტას შოულობდა.  უსახსრობის გამო პატარა სუარესი ხშირად ფეხშიშველი თამაშობდა.  ლუისი არ დანებდა, მუდმივად პროგრესირებდა და წლების შემდეგ,  პროფესიონალი ფეხბურთელიც გახდა. ის ახლა ურუგვაის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია და ორჯერ აქვს მოგებული ოქროს ბუცი.

5. კარლოს ტევეზი

  ალბათ კარლოსს ყველაზე რთული ბავშვობა ჰქონდა. ის ბუენოს-აირესის ძალიან საშიშ რაიონში დაიბადა. ტევეზი 6 თვის იყო, როცა დედამ ოჯახი მიატოვა, 6 წლის ასაკში კი მამა მოუკლეს. კარლოსი, მის და-ძმასთან  დეიდამ იშვილა. დეიდაც ძალიან გაჭირვებულად ცხოვრობდა, მაგრამ ძმისშვილებს მარტო არ ტოვებდა. ტევეზს შეეძლო განგსტერი გამხდარიყო, მაგრამ მან სწორი გზა აირჩია და ფეხბურთელი გახდა.

4.  იაია და კოლი ტურეები

  თუ 90-იან წლებში ფეხბურთი სამხრეთ ამერიკელებისთვის ხსნა იყო,  2000-იან წლები  აფრიკელი ფეხბურთელებისთვის აღმოჩნდა ხსნის გზა. მას შემდეგ, რაც ჯორჯ ვეამ ოქროს ბურთი მოიგო, აფრიკელები მიხვდნენ, რომ ფეხბურთით შეეძლოთ სიღარიბის დამარცხება. თითქმის ყველა აფრიკელ ფეხბურთელს რთული ბავშვობა ჰქონდა. მდიდარი აფრიკელები  ფეხბურთელები არ ხდებიან, რადგან მათ  ყველაფერი აქვთ და ცხელ მინდორზე სირბილით თავს არ იწუხებენ. ძმები ტურეები ღარიბ, მრავალშვილიან ოჯახში იზრდებოდნენ. ალბათ არ გაგიკვირდებათ, რომ ბუცები არ ჰქონდათ და ფეხშიშველები თამაშობდნენ. კოლომ და იაიამ მთელი დღე ფეხბურთის მოედანზე გაატარეს და შეძლეს პროფესიონალი ფეხბურთელები გამხდარიყვნენ. რთული გზა ჰქონდათ, მაგრამ არ დანებდნენ და ოცნება აისრულეს.

3. რონალდო

  კიჭა იმდენად ნიჭიერი იყო, რომ ადრეულ ასაკში "ფლამენგოს" სკაუტებმა კლუბში სავარჯიშოდ მიიწვიეს. კლუბის აკადემია ქალაქის მეორე მხარეს მდებარეობდა და ოჯახი საფასურის გადახდას ვერ ახერხებდა. ფენომენომ შემოწმება ვერ გაიარა, ამიტომ იძულებული გახდა უახლოეს საფეხბურთო სკოლაში წასულიყო, რომელიც ნაკლებად ცნობილი იყო. რონალდ ვარჯიშზე ფეხით დადიოდა, რადგან მხოლოდ საკვების ფული ჰქონდა. 17 წლის ასაკში "კრუზეიროსთან" გააფორმა კონტრაქტი და ამის შემდეგ მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდად იქცა.

2. ზინედინ ზიდანი

  "ერთხელ ვიტირე, რადგან ფეხსაცმელი არ მქონდა ფეხბურთის სათამაშოდ, მაგრამ ერთ დღეს შევხვდი კაცს, რომელსაც ფეხი არ ჰქონდა." ეს  ზიდანის ყველაზე ცნობილი ციტატაა. ზინედინის მშობლები ალჟირელი ემიგრანტები არიან. ისინი საფრანგეთში  უკეთესი ცხოვრებისთვის გადავიდნენ, მაგრამ ახალ ქვეყანაშიც ძალიან ღარიბულად ცხოვრობდნენ. ზიდანი საფრანგეთში დაიბადა და მთელ დროს მარსელის ქუჩებში ატარებდა. მისი საფეხბურთო კარიერა კაენის აკადემიიდან დაიწყო. ზიდანის ცხოვრებაში უდიდესი როლი მისმა მეუღლემ ითამაშა, მისი წყალობით ზინედინი საბოლოოდ მოსწყდა ქუჩის ცხოვრებას.

1. კრიშტიანუ რონალდუ

  კრიშტიანუ რონალდუ მადეირაში დაიბადა. დედა სასადილოში მუშაობდა, მამა კი მებაღე იყო. კრიშტიანუ ოჯახში მეოთხე შვილი იყო.მშობლებს სურდათ აბორტის გაკეთება სურდათ, რადგან ძალიან რთული იყო ოთხი შვილის რჩენა. საბედნიეროდ მშობლებმა გადაწყვეტილება შეცვალეს  და მსოფლიომ მიიღო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. რონალდუს რთული ბავშვობა ჰქონდა. რთული ხასიათის გამო  თანატოლებს არ მოსწონდათ, მაგრამ შრომისმოყვარეობის წყალობით რონალდუმ წარმატებას მიაღწია.

სხვა სტატიები